Thumbnail
  • ჩელსი E ჯგუფიდან პირველი გავიდა, გამარჯვების გოლი გერმანელმა გაიტანა
  • ქართველი მცველი ისკოსთან უხეშობისთვის VAR-ის წყალობით გააძევეს

ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფის მე-5 ტურის მატჩში დავით ხოჭოლავას კოპენჰაგენი "სანჩეს პისხუანზე" 0:3 დამარცხდა და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ტურით ადრე დაემშვიდობა ევროთასებს - ბოლო ადგილი გაინაღდა. სამწუხაროდ, მე-5 დამატებულ წუთზე დავით ხოჭოლავამ უკნიდან ჩაარტყა ისკოს, მსაჯმა მას ყვითელი ბარათი უჩვენა, თუმცა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, ის წითლით შეუცვალა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ისკო დაასახელეს, რომელმაც კოპენჰაგენს გოლი გაუტანა. 

E ჯგუფში ჩელსიმ ზალცბურგის 40-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუსრულა საშინაო არენაზე. გამარჯვების გოლი გერმანელი კაი ჰავერტცის ანგარიშზეა - 2:1. ჩელსიმ 10 ქულა დააგროვა ჯგუფში პირველ ადგილზეა. ამით გრემ პოტერის გუნდმა პლეი ოფი გაინაღდა.

E ჯგუფი

ზალცბურგი 1:2 ჩელსი

გოლები: 0:1 კოვაჩიჩი (23), 1:1 ადამუ (49. ვიობერის პასით), 1:2 ჰავერტცი (64. პულიშიჩის პასით)

ჩელსი (3-4-1-2): არიზაბალაგა - ჩალობა, ტიაგო სილვა, კუკურელია - პულიშიჩი (75. ასპილიკუეტა), კოვაჩიჩი (68. ლოფტუს-ჩიკი), ჟორჟინიო, სტერლინგი (88. მაუნტი) - გალაგერი (88. ზიეში) - ჰავერტცი, ობამეიანგი (75. ბროია) 

G ჯგუფი

სევილია 3:0კოპენჰაგენი

გოლები: 1:0 ენ-ნესირი (61. ა. გომესის პასით), 2:0 ისკო (88. აკუნიას პასით), 3:0 მონტიელი (92)
გაძევება: ხოჭოლავა (95. კოპენჰაგენი)

კომენტარები

ბოლო ამბები