Thumbnail
  • 28 წლის კოტდივუარელ ფეხბურთელს ზაფხულში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს 
  • დორტმუნდის თავდამსხმელი ყოფილ კლუბში, ამსტერდამის აიაქსში ივარჯიშებს

დორტმუნდის ბორუსიას და კოტ დ'ივუარის ნაკრების თავდამსხმელმა სებასტიან ალემ, რომელსაც ცოტა ხნის წინ ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარების შემდეგ ვარჯიში განაახლა. 

ამის შესახებ ინფორმაციას ESPN ავრცელებს, რომლის ცნობით, ფეხბურთელმა თავის ყოფილი კლუბის, ამსტერდამის აიაქსის ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართა, მისთვის გუნდის საწვრთნელ პროცესში ჩართვის უფლება მიეცათ. ნიდერლანდურმა კლუბმა ფეხბურთელის თხოვნა დააკმაყოფილა და ალე რეაბილიტაციის კურსს სწორედ აიაქსის განკარგულებაში მყოფი გაივლის.

შეგახსენებთ, რომ სებასტიან ალერი დორტმუნდის ბორუსიაში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადავიდა. ფორვარდმა გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა, მაგრამ მისი მაისურით აქამდე არ უთამაშია.

ალეს მალევე სათესლე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ამის გამო გარკვეული დროით ფეხბურთისგან ჩამოშორება მოუხდა. 28 წლის თავდამსხმელი სამი თვის განმავლობაში ქიმიოთერაპიის კურსს იტარებდა. 

დორტმუნდმა ალეს სანაცვლოდ აიაქსს 31 მილიონი ევრო გადაუხადა

სებასტიან ალეს კარიერის განმავლობაში ასევე უთამაშია ფრანგულ ოსერში, ნიდერლანდურ უტრეხტში, გერმანულ აინტრახტსა და ინგლისურ ვესტ ჰემში. საფრანგეთში დაბადებულმა და ამ ქვეყნის ასაკობრივი ნაკრებების ყოფილმა თავდამსხმელმა არჩევანი საბოლოოდ კოტ დ'ივუარის ეროვნული გუნდის სასარგებლოდ გააკეთა, რომლის მაისურით ჩატარებულ 15 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები