- 19 წლის შემტევი კატალონიურ გუნდში სათამაშო დროით უკმაყოფილოა
- ფატის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა ბარსელონას წარმომადგენლები გააფრთხილა
ბარსელონას ახალგაზრდა შემტევმა ანსუ ფატიმ შესაძლოა სეზონის დასრულების შემდეგ კლუბ შეიცვალოს.
ამის შესახებ ესპანური მედია წერს, რომლის ცნობით, 19 წლის ფეხბურთელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა კატალონიური კლუბი გააფრთხილა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ის და მისი კლიენტი ბარსადან წასვლის შესაძლებლობას განიხილავენ, თუკი ანსუს ჩავისგან მეტი სათამაშო დრო არ მიეცემა.
მიმდინარე სეზონში ფატი მოედანზე მეტწილად სათადარიგოთა სკამიდან გადის, სასტარტო შემადგენლობაში კი სულ სამჯერ მოხვდა. მის ანგარიშზე ბარსას მაისურით ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული 16 მატჩია, რომლებშიც 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა.

ცოტა ხნის წინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ ანსუ ფატი ბარსელონაში სათამაშო დროით უკმაყოფილოა. შემტევს სურს სასტარტო შემადგენლობის წევრი მუდმივად იყოს, თუმცა გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯერჯერობით ასე ფიქრობს.
როგორც ირკვევა, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა ფატის წასვლა-დარჩენის საკითხის გამო სულაც არ შფოთავს. ფეხბურთელს ბარსელონასთან ხელშეკრულება 2027 წლამდე აკავშირებს, რომელშიც გამოსასყიდ თანხად მილიარდი ევროა მითითებული.
კომენტარები