Thumbnail

ესპანური მედია: რეალი და ვინისიუსი დიდი ხანია, შეთანხმდნენ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ვინისიუს ჟუნიორი რეალ მადრიდთან კონტრაქტს აგრძელებს
  • ბრაზილიელი სამეფო კლუბში 2027 წლამდე ითამაშებს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

მადრიდის რეალს შეუძლია, მომავალი ვინისიუს ჟუნიორთან ერთად დაგეგმოს.

ესპანური გამოცემა AS წერს, რომ ბრაზილიის ნაკრების შემტევი მადრიდულ გრანდთან კონტრაქტის ნაადრევად გახანგრძლივებაზე დათანხმდა და თავისი ბედი რეალს 2027 წლამდე დაუკავშირა.

ჩვენი ესპანელი კოლეგები წერენ, რომ მადრიდული გრანდი და 22 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ახალ კონტრაქტზე ჯერ კიდევ ზაფხულში შეთანხმდნენ - უბრალოდ, რეალი ამ ინფორმაციას ასაიდუმლოებდა. ვინისიუსს წინა კონტრაქტი 2024 წლამდე ჰქონდა გაფორმებული.

შეგახსენებთ, რომ ვინისიუს ჟუნიორი რეალში 2018 წელს, რიო დე ჟანეიროს ფლამენგოდან გადავიდა. ბრაზილიელი შემტევი მაშინ 18 წლის იყო. დღესდღეობით ის რეალის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, თუმცა ძველი კონტრაქტით გაცილებით ნაკლებ ხელფასს იღებდა, ვიდრე მაგალითად კლუბის სუპერვარსკვლავები ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი ან ქარიმ ბენზემა.

კომენტარები

ბოლო ამბები