Thumbnail

იუვენტუსი კონტეს დაბრუნებას გეგმავს - ტურინში ალეგრის იმედი აღარ აქვთ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • იუვენტუსს მძიმე კრიზისი აქვს, ბოსები მწვრთნელის შეცვლაზე ფიქრობენ
  • დიდი შანსია, ტურინულ გრანდში ანტონიო კონტე დაბრუნდეს

როგორც ჩანს, იუვენტუსი ანტონიო კონტეს დაბრუნებაზე სერიოზულად ფიქრობს.

როგორც “გაძეტა დელო სპორტი” წერს, სწორედ კონტემ უნდა შეცვალოს ტურინული გრანდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მასიმილიანო ალეგრი, თუკი იუვე ამ სეზონში ტიტულის გარეშე დარჩება, რისი ალბათობაც, დღევანდელი გადასახედიდან ძალიან მაღალია.

53 წლის კონტეს ტოტენჰემთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება. “გაძეტას” ინფორმაციით, კონტემ უკვე იცის, რომ იუვენტუსში მისი დაბრუნება სურთ და ამიტომაც არ იწყებს მოლაპარაკებებს ტოტენჰემის ხელმძღვანელებთან, რომლებსაც მისთვის ახალი ხელშეკრულების გაფორმება სურთ.

ანტონიო კონტე ტოტენჰემთან მოლაპარაკებების დაწყებას არ ჩქარობს

აღსანიშნავია, რომ ალეგრის კონტრაქტს ვადა 2025 წლამდე აქვს, თუმცა იუვეს მენეჯმენტში გუნდის მომავალს მის ხელში ეჭვის თვალით უყურებენ. 55 წლის ალეგრი ტურინულ კლუბში ორწლიანი პაუზის შემდეგ, 2021 წლის ზაფხულში დაბრუნდა, მაგრამ იუვენტუსი შორსაა ისეთი შედეგებისგან, როგორიც ალეგრის პირველ ხანაში (2014 - 2019) ჰქონდა. 

გასულ სეზონში ტურინელებს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაც კი გაუჭირდათ, იტალიის ჩემპიონობისთვის ბრძოლა კი უშანსოდ დათმეს. ამ სეზონში იუვენტუსს კიდევ უფრო რთულად აქვს საქმე: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა, სერია A-ში კი 11 ტურის შემდეგ მხოლოდ მე-8 ადგილზეა და ლიდერ ნაპოლის უკვე 10 ქულით ჩამორჩება. 

წაიკითხეანტონიო - სიტყვა, რომელიც იუვენტინოებს ესმით

კონტე იუვეს 2011-დან 2014 წლამდე, ანუ ალეგრის პირველ ეპოქამდე წვრთნიდა. ამ პერიოდში კონტემ იუვენტუსს სამივე სეზონში მოაგებინა “სკუდეტო”. ტურინული კლუბიდან წასვლის შემდეგ კონტეს ჩელსიშიც წარმატებები ჰქონდა, ინტერშიც და ახლა ტოტენჰემშიც წარმატებულია.

კომენტარები

ბოლო ამბები