Thumbnail
  • იაპონია 31:38 ახალი ზელანდია
  • ნიკა ამაშუკელმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი იმსაჯა

ნოემბრის სარაგბო სერია საინტერესო მატჩით გაიხსნა. იაპონიისა ნაკრებმა ახალი ზელანდიის ეროვნულ ნაკრებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მხოლოდ 7 ქულით დამარცხდა - 31:38. სასიამოვნოა, რომ შეხვედრის მთავარი მსაჯი ნიკა ამაშუკელი იყო.

ქართველმა არბიტრმა მატჩის 66-ე წუთზე ახალზელანდიელი ბროდი რეტალიკი წითელი ბარათით გააგდო, მან რაქში უხეშად ითამაშა. იმ მომენტში იაპონია 24:35-ს აგებდა, მასპინძლებმა დარჩენილ დროში ერთი ლელოს დადება შეძლეს, თუმცა მეტი ვეღარ მოახერხეს და დამარცხდნენ.

ნიკა 5 ნოემბერს დუბლინში, ირლანდიისა და სამხრეთ აფრიკის მატჩის მთავარი მსაჯი იქნება. ეს შეხვედრა 2022 წლის ნოემბრის ტესტებზე ცენტრალურად ითვლება და სასიამოვნოა, რომ ნიკას ასეთი ნდობა გამოუცხადეს.

ორი ტესტ-მატჩის შემდეგ, ამაშუკელი დუბაიში 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ტურნირზე გაემგზავრება, სადაც ტურნირის ბოლო მონაწილესთან ერთად, საფრანგეთში "ბორჯღალოსნების" მეოთხე მეტოქესაც გამოავლენს. 12 ნოემბერს პორტუგალია კენიას ეთამაშება და მთავარი მსაჯი ნიკა ამაშუკელი იქნება.

ქართველი რეფერი ნოემბრის სერიას ლონდონში, ინგლისისა და ''ოლ ბლექსის'' შეხვედრით 19 ნოემბერს ასრულებს, სადაც მას გვერდით მსაჯად ვიხილავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები