Thumbnail
  • ნიკა ხარაზიშვილმა და ილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიგეს
  • საქართველოს 23-წლამდე ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 3 მედლით დაასრულა

საქართველოს 23-წლამდე ძიუდოისტთა ნაკრებმა ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში გამართული ევროპის ჩემპიონატი 3 მედლით დაასრულა. ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ნიკა ხარაზიშვილმა (-90 კგ) ფინალურ დაპირისპირებაში უკრაინელ მარატ კრიჟანსკის მოუგო. ქართველი ძიუდოისტი პირველივე წუთზე ვაზარით დაწინაურდა, რომელიც მარატმა მალევე გაქვითა, თუმცა ბრძოლის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, ხარაზიშვილმა იპონით შეძლო ოქროს მედლის მოგება.

ილია სულამანიძემ (-100 კგ) ფინალურ ბრძოლაში უნგრელი ვეშ გომბორი მტკივნეულ ილეთზე დაიჭირა და ევროპის ჩემპიონი გახდა. საბა ინანეიშვილი (+100 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, მან გერმანელ იონას შრაიბერს აჯობა. სამწუხაროდ, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრები დათმეს სოფიო სომხიშვილმა და მიხეილ ჯაფარიძემ. საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები