Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატი ლუკაკუს გარეშე? ბელგიელმა ისევ ტრავმა მიიღო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • რომელუ ლუკაკუ ინტერს სავარაუდოდ წლის ბოლომდე გამოაკლდა
  • ბელგიელმა თავდამსხმელმა ამჯერად ბარძაყის ტრავმა აწუხებს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატს, შესაძლოა, რომელუ ლუკაკუც დააკლდეს. მილანის ინტერის ბელგიელი თავდამსხმელი ისევ ტრავმირებულია.

ლუკაკუმ დაზიანება ჯერ კიდევ აგვისტოში მიიღო, რის გამოც ზუსტად 2 თვე ვერ ითამაშა და ერთი კვირის წინ შეძლო დაბრუნება. მან ჯერ პლზენთან ითამაშა (გოლიც გაიტანა), მერე - სამპდორიასთან, მაგრამ ამჯერად ბარძაყის ტრავმა მიიღო და ლაზარეთს დაუბრუნდა.

ჯერჯერობით, დაზიანების ზუსტი ხარისხია, მაგრამ ნათელია, რომ მას უახლოესი მატჩები გაუცდება. ვინაიდან მუნდიალის პაუზამდე "ნერაძურის" მხოლოდ 4 შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი, სავარაუდოა, რომ რომელუ იტალიურ კლუბს 2023 წლამდე ვერ დაეხმარება.

Gazzetta Dello Sport წერს, რომ საეჭვოა, ბელგიელმა ფეხბურთელმა მუნდიალისთვის მომჯობინება მოასწროს. უახლოეს დღეებში სამედიცინო გამოკვლევა დაზიანების ზუსტ ხარისხსს დაადგენს.

შეგახსენებთ, რომ რომელუ ლუკაკუმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 5-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა, მუნდიალი კი კატარში სტარტს 20 ნოემბერს აიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები