Thumbnail
  • მსოფლიოს ჩემპიონატი 3 კვირაში იწყება
  • უკრაინამ ირანის ნაკრების მოკვეთა მოითხოვა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი მსოფლიოს ჩემპიონატიდან ირანის ნაკრების მოკვეთას ითხოვს. შესაბამისი გეგმის შესახებ ინფორმაცია ფედერაციამ უკვე გაავრცელა.

უკრაინელთა ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია: “ირანში ადამიანთა უფლებების სისტემატური დარღვევები, რაც ფიფას ნორმებს და კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.”  უკრაინელები ახლა ფიფას შესაბამისი განაცხადით მიმართავენ და ირანის მოკვეთას მოითხოვენ. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, უკრაინული გრანდის, დონეცკის შახტარის გენერალურმა დირექტორმა სერგეი პალკინმაც ასეთი მოთხოვნა გააჟღერა და მიზეზად ის დაასახელა, რომ “ირანი რუსეთს საბრძოლო დრონებს აწვდის.”

ირანის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონაყზე B ჯგუფშია და აშშ-ის, უელსის და ინგლისის წინააღმდეგ უნდა ითამაშოს. მუნდიალი 20 ნოემბერს იწყება და 18 დეკემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

ბოლო ამბები