Thumbnail
  • 1 ივლისი / მოსკოვი / 18:00 / ესპანეთი V რუსეთი
  • რუსებს ესპანელებისთვის არასოდეს მოუგიათ

მოსკოვის "ლუჟნიკიზე" რუსეთის ნაკრები მერვედფინალში მუნდიალის ერთ-ერთ ფავორიტ ესპანეთს ხვდება. იაგო ასპასის გოლის წყალობით, რომელსაც მსაჯი არაფრით თვლიდა და ესპანელებს VAR დაეხმარა, "ფურია როხა" მაროკოს 2:2 დაუზავდა და B ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. რუსეთის ნაკრებმა კი პირველივე სერიოზულ მეტოქესთან დაიჩოქა, ურუგვაიმ 3:0 მოუგო და ჩერჩესოვის გუნდმა A ჯგუფის მეორეადგილოსნობა იკმარა.

დე ხეა კარში დარჩება

"ბოროტი ენები" ამბობდნენ, რომ ფერნანდო იერო სერიოზულად ფიქრობდა, დე ხეას სკამზე დასმას, მაგრამ საბოლოოდ გადაიფიქრა და გამოაცხადა, რომ კარში ისევ მანჩესტერის გოლკიპერი იქნება, რომელსაც შეცდომებიც მოუვიდა და გუნდი ერთხელაც ვერ იხსნა სამ თამაშში. იერო ალბათ, დავიდ სილვას დასვამს და სასტარტოში მარკო ასენსიოს დააყენებს. სერხიო ბუსკეტსი ფრთხილად უნდა იყოს, მას უკვე აქვს ყვითელი ბარათი და თუ კიდევ გააფრთხილეს (და ესპანეთი მეოთხედფინალში გავა) ბარსელონას ფეხბურთელი მატჩს გამოტოვებს.

ესპანელებმა "ლუჟნიკიზე" ივარჯიშეს

რუსებს არ ეყოლებათ ალან ძაგოევი, რომელიც ტრავმირებულია და იგორ სმოლნიკოვი, ვინც ურუგვაისთან მატჩში გააძევეს. მარიო ფერნანდეში ძირითადს დაუბრუნდება. რუსების რიგებში ფრთხილად უნდა იყვნენ გოლოვინი, სმოლოვი და გაზინსკი, მათ თითო გაფრთხილება უკვე აქვთ. 

რუსების წვრთას ჰოლანდიელი გუუს ჰიდინკი დაესწრო. 

11 მილიონი ესპანელი

ფერნანდო იერო

ფერნანდო იერო (ესპანეთის მწვრთნელი): "რუსეთის ნაკრების თამაშის ხარისხი ძალიან კარგად ვიცით. მეტოქის თამაში კარგად გავაანალიზეთ და იმედიანად ვართ. ამ კვირაში ჩვეულებრივზე უფრო ინტენსიურად ვივარჯიშეთ და ფიზიკურად მზად ვართ. ნეგატიური მომენტები გადასალახი გვაქვს. ჩვენი თამაშის ფილოსოფია მატჩების მოგების საშუალებას გვაძლევს, ბურთი აუცილებლად ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. მეტოქეს დიდი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ ჩვენ სულ მცირე, 11 მილიონი ესპანელი გვიგულშემატკივრებს ტელეეკრანებიდან და ეს კარგად გვახსოვს. თამაშში ბოლომდე დავიხარჯებით, რა შედეგს მოგვიტანს ეს, ცხოვრება გვიჩვენებს".

სტანისლავ ჩერჩესოვი (რუსეთის მწვრთნელი): "ესპანეთი ყოველთვის ფავორიტი იყო და არის. იერო ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო და ახლა კარგი მწვრთნელია. ჩვენ გვაქვს შანსი გავიმეოროთ 1991 წელი, როცა სპარტაკი რეალთან ფავორიტი არ იყო, მაგრამ დიდებულად ითამაშა".

ანშლაგი ესპანელების პრესკონფერენციაზე

საინტერესო ფაქტები

► ესპანეთს მუნდიალის პლეი ოფის მატჩი 2010 წლის მუნდიალის ფინალის შემდეგ არ უთამაშია.

►რუსეთს (ან მის წინამორბედ საბჭოთა კავშირში) არასოდეს მოუგია ესპანეთისთვის (2 ფრე, 4 წაგება). დიდ ტურნირებზე (ევროპის ჩემპიონატი, მუნდიალი) ესპანელების უპირატესობა აშკარაა - სამიდან 3 მატჩი მოგებული. ბურთები - 8:1.

► ესპანეთის წაუგებელი სერია 23 თამაში გრძელდება (15 მოგება, 8 ფრე).

► დავიდ დე ხეას უცუდესი სტატისტიკა ამ მუნდიალზე - 6 ზუსტი დარტყმიდან 5 გოლი გაუშვა.

► რუსეთის ნაკრებმა ბოლო 13 თამაშიდან მხოლოდ ერთხელ არ გაუშვა გოლი. 

► რუსეთის ნაკრების ზუსტი დარტყმების 25.9% გოლია, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

► მსოფლიოს თასზე (საკვალიფიკაციოების ჩათვლით) ესპანეთის ნაკრების ბოლო 10 თამაშიდან 8-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ესპანეთი (4-2-3-1): დე ხეა - კარვახალი, პიკე, სერხიო რამოსი, ალბა - ბუსკეტსი, კოკე - ასენსიო, ისკო, ინიესტა - დიეგო კოშტა 

რუსეთი (4-2-3-1): აკინფეევი - ფერნანდეში, კუტეპოვი, იგნაშევიჩი, ჟირკოვი - გაზინსკი, ზობნინი - სამედოვი, გოლოვინი, ჩერიშევი - ძიუბა

მსაჯი: ბ. კუიპერსი (ჰოლანდია)

კომენტარები

ბოლო ამბები