- ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპი C და D ჯგუფებში დასრულდა
- ნაპოლის დაუმარცხებელი სერია შეწყდა, თუმცა ჯგუფში მაინც პირველია
C ჯგუფში, რომელიც თავიდანვე "სიკვდილის ჯგუფად" შერაცხეს, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ამიტომ გრანდებმა თავს როტაციის უფლება მისცეს. ბაიერნს პირველი ადგილი გარანტირებული ჰქონდა, ინტერს - მეორე, "ალიანც არენაზე" მათი დაპირისპირება ბაიერნმა მშვიდად მოიგო, მილანურ კლუბს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა - 2:0.
ჩეხეთში გადახალისებული ბარსელონა ჩავიდა, რომელსაც მე-3 ადგილი და ევროპალიგა გარანტირებული ჰქონდა. რობერტ ლევანდოვსკიმ დაისვენა, ფერან ტორესმა კი დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია 19 წლის პაბლო ტორეს გოლიც - 4:2 ბარსას სასარგებლოდ.
ნამდვილი ინტრიგა მხოლოდ D ჯგუფში იყო შერჩენილი, სადაც აბსოლუტურად არაფერი იყო გადაწყვეტილი. მარსელმა ტოტენჰემს უმასპინძლა, ფრანგული ქალაქის ქუჩებში არეულობა თამაშამდე დაიწყო, "ველოდრომზე" მარსელი დაწინაურდა, თუმცა 54-ე წუთზე კლემან ლონგლემ გაათანაბრა, ბოლო წამებზე კი ჰოიბერგმა სულაც გამარჯვება მოუტანა ლონდონურ კლუბს.
ლისაბონში სპორტინგმა ფრანკფურტის აინტრახტს უმასპინძლა, გერმანულმა კლუბმა თამაშის შემოტრიალება შეძლო - 2:1, რითაც მეორე ადგილით გავიდა პლეი ოფში, ხოლო სპორტინგი ევროპალიგაზე გადაამისამართა.
C ჯგუფი
ბაიერნი 2:0 ინტერი
გოლები: 1:0 პავარი (32. კიმიხის პასით), 2:0 ჩუპო-მოტინგი (72. დევისის პასით)
პლზენი 2:4 ბარსელონა
გოლები: 0:1 ალონსო (6. ფატის პასით), 0:2 ფერან ტორესი (44. ალბას პასით), 1:2 ხორი (51-პენ), 1:3 ფერან ტორესი (54. რაფინიას პასით), 2:3 ხორი (63. ვლკანოვას პასით), 2:4 ტორე (75. რაფინიას პასით)
1. ბაიერნი (18), 2. ინტერი (10), 3. ბარსელონა (7), 4. პლზენი (0).
D ჯგუფი
მარსელი 1:2 ტოტენჰემი
გოლები: 1:0 მბემბა (45+2. ვერეტოს პასით), 1:1 ლონგლე (54. პერიშიჩის პასით), 1:2 ჰოიბერგი (95. კეინის პასით)
სპორტინგი 1:2 აინტრახტი
გოლები: 1:0 არტურ გომეში (39. უგარტეს პასით), 1:1 კამადა (62-პენ), 1:2 კოლო მუანი (72. კნაუფის პასით)
1. ტოტენჰემი (11), 2. აინტრახტი (10), 3. სპორტინგი (7), 4. მარსელი (6)
კომენტარები