Thumbnail
  • ქართველი გოლიათი ნახევარი საფეხურით დაქვეითდა
  • კიუშუ ბაშო იოკოძუნას გარეშე ჩატარდება

სუმოს წლის ბოლო სუპერტურნირი - კიუშუ ბაშო ქალაქ ფუკუოკაში ჩატარდება. საუკეთესო რიკიშები ერთმანეთს 15 დღის განმავლობაში დაუპირისპირდებიან. მოახლოებული ჩემპიონატის წინ სუმოისტთა რეიტინგი (ბანძუკე) გამოქვეყნდა, რომელშიც საკმაოდ საინტერესო ცვლილებებია. 

თავდაპირველად ლევან გორგაძის შასახებ ვთქვათ. ტოჩინოშინი ნახევარი საფეხურით დაქვეითდა და ახლა, დასავლეთის მერვე მაეგაშირა იქნება. შეგახსენებთ, რომ წინა ბაშოზე ქართველი გოლიათი აღმოსავლეთის მერვე მაეგაშირას წოდებას ატარებდა. 

კიუშუ ბაშო იოკოძუნას გარეშე ჩაივლის. ტერუნოფუჯიმ მუხლებზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც ნოემბრის ბაშოს გამოტოვება მოუწევს. შეჯიბრს ორი ოძეკი ეყოლება: ტაკაკეიშო და შოდაი. ეს უკანასკნელი კადობანშია, შესაბამისად უარყოფით ბალანსის დაფიქსირების უფლება არ აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში წოდებას დაკარგავს. 

'ტერუნოზავრს' მუხლების ქრონიკული ტრავმა აწუხებს

სეკივაკეს ტიტულამდე დაქვეითდა იაპონელი რიკიში მიტაკეუმი, რომელიც ოძეკის წოდებას 4 ბაშოს განმავლობაში ატარებდა. 29 წლის სუმოისტმა ზედიზედ ორ ბაშოზე უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა, რის გამოც უკუსვლა განიცადა, თუმცა თუ ნოემბრის ტურნირზე 10 გამარჯვების მოპოვებას შეძლებს, ოძეკის რანგს დაიბრუნებს. 

კიუშუ ბაშოს 4 კომუსუბი ეყოლება, რაც იშვიათი შემთხვევაა, ესენია: ტამავაში (წინა ბაშოს გამარჯვებული), კირიბაიამა, ტობიძარუ და დაიეიშო. მაკუუჩი იუტაკაიამამ, ცურუგიშომ და მიტორიუმ დატოვეს, ხოლო ყველაზე პრესტიჟულ დივიზინოში აძუმარიუ, კაგაიაკი და ატამიფუჯი აღზევდნენ.  

ნოემბრის სუპერტურნირი 13-დან 27 ნოემბრის ჩათვლით, “ფუკუოკა კოკუსაი სენთერში” გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები