Thumbnail

ტესტი მუნდიალის მონაწილესთან - საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მაროკოსთან მატჩი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში 17 ნოემბერს შედგება
  • აფრიკელები მუნდიალზე ბელგიასთან, კანადასთან და ხორვატიასთან ითამაშებენ
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მონაწილე მაროკოსთან გამართავს.

მატჩი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში 17 ნოემბერს შედგება. საქართველოს ნაკრები 14 ნოემბერს თბილისში შეიკრიბება, მომდევნო დღეს კი, გეზს საამიროებისკენ აიღებს.

მაროკო ფიფას რეიტინგში აფრიკის ზონის ქვეყნებს შორის მეორე პოზიციას იკავებს, სრულ კლასიფიკაციაში კი, 22-ე ადგილზე იმყოფება. მაროკოს ნაკრები მუნდიალზე F ჯგუფში მოხვდა და მეტოქეებად ბელგია, კანადა და ხორვატია ეყოლება. აფრიკელები სასტარტო მატჩს 23 ნოემბერს ხორვატებთან გამართავენ.

მაროკოს ნაკრებში არაერთი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს

მაროკოელთა ცნობით, ისინი მოლაპარაკებას დანიის, სლოვენიის, ბოსნია-ჰერცეგოვინის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციებთან აწარმოებდნენ, თუმცა, უარის მიღების შემდეგ, ქართულ მხარესთან კონტაქტზე გავიდნენ. მაროკომ სექტემბრის ამხანაგური მატჩები წაუგებლად ჩაამთავრა (2:0 - ჩილესთან, 0:0 - პარაგვაისთან), საქართველოს ნაკრებთან თამაში კი, მუნდიალის წინ ბოლო რეპეტიცია იქნება.

მაროკოს ნაკრებში არაერთი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს: აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), ნუსაირ მაზრაუი (ბაიერნი), სოფიან ამრაბატი (ფიორენტინა), იუნეს ბელჰანდა (ადანა), ჰაკიმ ზიეჩი (ჩელსი), მუნირ ელ ჰადადი (ხეტაფე), სოფიან ბუფალი (ანჟე), იუსეფ ენ-ნესირი (სევილია) და სხვები.

საქართველოსა და მაროკოს საფეხბურთო ნაკრებთა შეხვედრა 17 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, მის პირდაპირ ტრანსლაციას კი საქართველოს პირველი არხი გეგმავს.

🇬🇪17 ნოემბერს ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში მაროკოს დაუპირისპირდება. ⚽️ამხანაგური თამაში არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში შედგება. 🔗 ვრცლად - bit.ly/3DyF4ZL

Posted by ეროვნული ნაკრები on Thursday, November 3, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები