- 📅 5 ნოემბერი | ⌚ 19:00 | სეზონის მეოთხე შოუზე 20 მებრძოლი იჩხუბებს
- GFC 18-ზე 5 ბრძოლა ანდერ ქარდზე იქნება, 5 - მეინ ქარდზე, 1 ქამარზე
- წლის ბოლო ივენთამდე მებრძოლებმა წონები ჩააბარეს
- LIVE: ფეისბუქი: ევროპოპი, იუთუბი: europop
- GFC 18 | თუთარაული ქამრის დასაცავად და კიდევ 10 მაგარი ბრძოლა
- წინა ივენთები: I ტური, II ტური, III ტური, GFC 13, GFC 14, GFC 15, GFC 16, GFC 17
- ბილეთები: TKT.GE
შაბათს მაგარი ბრძოლები გველის - 5 ნოემბერს GFC (Georgian Fighting Championship) კიდევ ერთ განსაკუთრებულ შოუს გვპირდება. ტრადიცია არც ამჯერად დაირღვევა: ქართველი მებრძოლების გარდა, წლის ბოლო ივენთზე უცხოელი სპორტსმენებიც იჩხუბებენ. GFC 18-ზე სულ 20 მებრძოლი იასპარეზებს.
მებრძოლებმა ღონისძიებამდე წონები დააფიქსირეს და ორთაბრძოლებში თავის დაზოგვას არ აპირებენ. სპორტსმენების წარდგენისას სიტუაცია რამდენიმეჯერ დაიძაბა, თუმცა სერიოზული ინციდენტი არ მომხდარა. წონების დაფიქსირების შემდეგ ევროპოპთან კომენტარი სატიტულო ბრძოლის მონაწილე რაულ თუთარაულმა და შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი კაბულაშვილმა გააკეთეს.

გიორგი კაბულაშვილი (შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): "აწონვებმა იდეალურად ჩაიარა. განსაკუთრებულად კარგი საბრძოლო ქარდი გამოვიდა. მნიშვნელოვანი და სანახაობრივი ბრძოლები იქნება. გამორჩეული ბოლო ქამრისთვის ჩხუბი იქნება. ორივე კარგი მებრძოლია და ვფიქრობ ძალიან დაძაბული ბრძოლა გამოვა. ორივეს დიდი გამოცდილება აქვს და მაყურებელმა სანახაობრივი შეხვედრა უნდა იხილოს."
რაულ თუთარაული (GFC ორგანიზაციის ქამრის მფლობელი): ''წონის ჩაბარება არ გამჭირვებია, რადგანაც სწორ კვებაზე ვიყავი. შესაბამისად, აწონვამ იდეალურად ჩაიარა. ჩემმა მოწინააღმდეგემ წონა ვერ ჩააბარა, მაგრამ მადლობას ვუხდი, რომ ჩემთან ბრძოლას დათანხმდა და ხვალინდელი ჩხუბისთვის მზადაა. ამ ბრძოლისთვის დიდი ხანია ვემზადები და ეს ქამარი საქართველოში უნდა დარჩეს.''
წლის ბოლო ღონისძიება არ უნდა გამოტოვოთ! GFC 18-ზე ბევრი ისეთი მებრძოლი იჩხუბებს, რომლებსაც ნოკაუტით გამარჯვებები უყვართ. შესაბამისად, მაგარი სანახაობა იქნება. თუ დარბაზში მისვლას ვერ შეძლებთ, europop-ის იუთუბის არხზე პირდაპირი ეთერი არ გამოტოვოთ.
კომენტარები