Thumbnail

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის ემზადება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ავთანდილ ასათიანის გუნდი მომდევნო თამაშს 9 ნოემბერს ჩაატარებს
  • ამ დროისთვის, საკვალიფიკაციო ჯგუფის ლიდერი სწორედ საქართველოა

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის მესამე შეხვედრისთვის მზადებას იწყებს.

ავთანდილ ასათიანის გუნდი 9 ნოემბერს თბილისის სპორტის სასახლეში ავსტრიას დაუპირისპირდება. ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი ჩვენმა გუნდმა ვენაში 6:2 მოიგო.

ამ დროისთვის მე-2 საკვალიფიკაციო ჯგუფს 6 ქულით სწორედ საქართველოს ნაკრები ლიდერობს, ბელგიას 3 ქულა აქვს, ავსტრია კი – 0. ასათიანის გუნდი შეკრებას 5 ნოემბერს დაიწყებს, 8 ნოემბერს ღია ვარჯიშს გამართავს, 9 ნოემბერს კი თამაში 19:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.

საქართველოს ნაკრები დასკვნით მატჩს გაისად 7 მარტს ბელგიაში ჩაატარებს. ელიტ-რაუნდის საგზურს 12 ჯგუფის გამარჯვებულები და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს, დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი კი ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს. 2024 წლის ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 7 ევროპული ნაკრები ითამაშებს.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (კსუ), ალექსანდრე ჯამბურია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი).

წინა ხაზი: ირაკლი თოდუა, გიორგი ქურდაძე, ვახტანგ კეკელია, ნუკრი ჭუმბურიძე (ყველა - ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკა ხარატიშვილი (კსუ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), ბინიო (ოსასუნა, ესპანეთი), რონინიო (ანდერლეხტი, ბელგია), თალესი (ალ-იარმუკი, ქუვეითი), ბრუნო პეტრი (რიბერა ნავარა, ესპანეთი), ფერნანდო დრასლერი (ბეტისი, ესპანეთი), შაგინია (პალმა, ესპანეთი).

კომენტარები

ბოლო ამბები