Thumbnail
  • ბაქოს გრანდ სლემის მეორე საჭიდაო დღეს ტატამიზე 4 ქართველი ძიუდოისტი გავიდა
  • მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილი აგრძელებს

ბაქოს გრანდ სლემის მეორე საჭიდაო დღის ფინალურ ბლოკში მხოლოდ ერთი ქართველი ძიუდოისტი გავიდა. ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში სალვადორ კასეს როკას შეხვდება.

ლაშამ მოლდოველი ადილ ოსმანოვი და თურქი ბილალ ჩილოღლუ დაამარცხა, რის შემდეგაც მეოთხედფინალში კანადელ არტურ მარგელიდონთან დამარცხდა. ქართველმა ძიუდოისტმა რეპეშაჟში იტალიელ მანუელ ლომბარდოს აჯობა და ფინალურ ბლოკში მოხვდა.


სამწუხაროდ, ფინალურ ბლოკში სამი ქართველი ძიუდოისტი ვერ გავიდა. ვლადიმირ ახალკაცმა (81 კგ) ორი ეტაპი გაიარა და მეოთხედფინალში ატილა უნგვართან დამარცხდა. ქართველმა ძიუდოისტმა რეპეშაჟი ბაჰრეინელ ასკერბი გერბეკოვთან დათმო.


ამავე წონაში გიორგი შერაზადიშვილმა ერთი ეტაპია გაიარა, რის შემდეგაც ჯაკომო გამბასთან მოხსნეს და ტურნირს გამოეთიშა. ნინო გულბანმა (70 კგ) თურქ მინელ აკდენიზთან პირველივე შეხვედრა დათმო.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00-საათზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟი სილქ უნივერსალის ეთერში იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები