Thumbnail
  • ლაშა შავდათუაშვილმა ბაქოს გრანდ სლემის ფინალურ ბლოკში იასპარეზა
  • ქართველი ძიუდოისტი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ესპანელ მეტოქეს შეხვდა

ბაქოს გრანდ სლემის მეორე საჭიდაო დღის ფინალურ ბლოკში მხოლოდ ერთი ქართველი ძიუდოისტი, ლაშა შავდათუაშვილი გავიდა. მან მოლდოველი ადილ ოსმანოვი და თურქი ბილალ ჩილოღლუ დაამარცხა, რის შემდეგაც მეოთხედფინალში კანადელ არტურ მარგელიდონთან დამარცხდა.


ქართველმა ძიუდოისტმა რეპეშაჟში იტალიელ მანუელ ლომბარდოს აჯობა და ფინალურ ბლოკში მოხვდა. შავდათუაშვილი (73 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ესპანელ სალვადორ კასეს როკას შეხვდა. ლაშამ ბრძოლის დაწყებიდან ზუსტად მე-3 წუთზე შეხვედრა იპონით მოიგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.


მესამე საჭიდაო დღეს ბაქოში ლუკა მაისურაძე (90 კგ.), ილია სულამანიძე (100 კგ.), გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი (ორივე +100 კგ.) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) გავლენ.

კომენტარები

ბოლო ამბები