Thumbnail
  • ვირტუალურ სამყაროში მესიზე ორჯერ დიდი იყო
  • Championship Manager-ის ბაზა 700,000 ფეხბურთელზე მონაცემს ინახავდა

ზაირელი (დღეს კონგოს დემ. რესპუბლიკა) ტონტონ ზოლა მოუკოკო, 7 წლის იყო როდესაც დაობლების შემდეგ შევედეთში მოხვდა. აფრიკელმა, გზა დიუგარდენის რიგებში გაიკვლია და მალევე შვედეთის ასაკობრივ გუნდებშიც ითამაშა, სადაც ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტის რეპუტაცია მიიღო.

მოუკოკომ, მილანში და ბოლონიაში გადასვლაზე უარი თქვა და 2000 წელს სათამაშოდ დერბი ქაუნთის შეუერთდა. ასაკობრივ დონეზე საოცარი სტატისტიკის გამო, ის სამწვრთნელო სიმულატორის - Championship Manager-ის, რომელსაც დღეს Football Manager-ის სახელით ვიცნობთ, ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტი გახლდათ.

"დერბისთან ერთად მალაიზიაში ტურნეზე ვიყავი, როდესაც მესაზღვრეს პასპორტი მივაწოდე ხმა შეეცვალა - მართლა ტონტონ ზოლა მოუკოკო ხარო მეკითხებოდა."

"ერთხელ რაშდენ ენდ დაიმონდს ვეთამაშებოდით, ასეულობით ადამიანი მოდიოდა და ავტოგრაფს მთხოვდა, იმ მატჩში 1 წუთიც კი არ მითამაშია. შემდეგ თანაგუნდელმა მითხრა, რომ კომპიუტერული თამაშის ვარსკვლავი ვიყავი."

"ხალხი დღემდე მეხმიანება ავსტრალიიდან, კანადიდან, საფრანგეთიდან... მკითხულობენ და ყველა მაისურს მთხოვს." - Championship Manager-ის ბაზა, 700,000 ფეხბურთელის მონაცემს და თითო ფეხბურთელზე 250 ფაქტისგან შემდგარ დოსიეს აერთიანებდა.

კომპიუტერული თამაშის ვარსკვლავები, მოუკოკოს გარდა, სხვადასხვა დროს - კერლონი, კარლოს ფიერო, ჩერნო სამბა და ფრედი ადუ იყვნენ, თუმცა როგორც შემდგომ განვითარებული მათი კარიერა ამბობს, დიდი ფეხბურთელი ვერცერთი მათგანი ვერ გახდა.

ტონტონ ზოლა მოუკოკო დღეს ოჯახთან ერთად შვედეთში ცხოვრობს და სამოყვარულო გუნდის - კონგო იუნაიტედის მწვრთნელია.

კომენტარები

ბოლო ამბები