Thumbnail

ბარსელონა V მანჩესტერ იუნაიტედი! ევროპალიგის წილისყრის შედეგები

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ევროპალიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და გუნდები დაწყვილდნენ
  • პლეი ოფის პირველი სტადიის მატჩები 16-23 თებერვალს გაიმართება

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპალიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც, 16 გუნდი დაწყვილდა.

16-დან 8 გუნდი ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მეორეადგილოსანია, 8 გუნდი ევროპის რანგით მეორე ტურნირს ჩემპიონთა ლიგიდან შეუერთდა. ზოგადად, ევროპალიგაზე ბევრმა ძლიერმა გუნდმა მოიყარა თავი - ბარსელონა, იუვენტუსი, მანჩესტერი, არსენალი, აიაქსი, რომა და ა.შ. ამიტომაც, ბუნდებრივია, რომ წინ საინტერესო მატჩები გველოდება.

მაგალითად, 1/16-ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან ბარსელონა და მანჩესტერ იუნაიტედი! კარგი თამაში უნდა იყოს იუვენტუსისა და ფრანგული ნანტის დაპირისპირებაც - ეს გუნდები 1996 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შეხვდნენ, ახლა კი ევროპალიგაზე მოუწევთ დაპირისპირება.

ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წყვილები

ბარსელონა V მანჩესტერ იუნაიტედი
იუვენტუსი
V ნანტი
სპორტინგი V მიდტიულანდი
შახტარი V რენი
აიაქსი V უნიონ ბერლინი
ლევერკუზენი V მონაკო
სევილია V პსვ ეინდჰოვენი
ზალცბურგი V რომა

ევროპალიგის 1/16-ფინალურ ეტაპზე არ ითამაშებენ და პირდაპირ მერვედფინალში გავიდნენ ჯგუფური ეტაპის პირველადგილოსნები. შესაბამისად, პლეი ოფის პირველ სტადიას შემდეგი 8 გუნდი გამოტოვებს:

არსენალი, ფენერბაჰჩე, ბეტისი, სენ-ჟილი, სოსიედადი, ფეიენოორდი, ფრაიბურგი, ფერენცვაროში.

ევროპალიგის 1/16-ფინალური ეტაპის მატჩები 16 და 23 თებერვალს ჩატარდება, ხოლო ფინალი 31 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები