Thumbnail
  • იუსუფა მუკოკომ შაბათს ბუნდესლიგის ისტორია გადაწერა
  • გრანდები მის ტრანსფერზე უკვე სერიოზულად ფიქრობენ
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

იუსუფა მუკოკო უკვე არა მარტო საფეხბურთო გერმანიის, არამედ მთელი ევროპის ყურადღების ცენტრშია.

როგორც ესპანური გამოცემა SPORT იტყობინება, დორტმუნდის ბორუსიას ნიჭიერი თავდამსხმელით ბარსელონაა დაინტერესებული. გამოცემის ინფორმაციით, კატალონიური გრანდი ბორუსიას 17 წლის ფორვარდს 34 წლის რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავს. თუმცა SPORT იმასაც წერს, რომ მუკოკოს გადაბირებაზე ასევე სერიოზულად ფიქრობენ ტურინის იუვენტუსი, მადრიდის რეალი და ლივერპულიც.

მუკოკოს, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების განაცხადში მოხვედრის კანდიდატიცაა, დორტმუნდთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ამ სეზონში მან 20 ოფიციალურ მატჩში 6 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.

გასულ უიკენდზე მან ორი ულამაზესი გოლით ბუნდესლიგის ისტორია გადაწერა. მუკოკომ 17 წლის და 350 დღის ასაკში ბუნდესლიგაში თავისი მე-10 გოლის გატანა შეძლო, რაც ისტორიული შედეგია: ამით ის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ბუნდესლიგაში 10 გოლი დააგროვა. აქამდე ეს რეკორდი ლევერკუზენის ფლორიან ვირტცს ეკუთვნოდა, რომელსაც მე-10 გოლი 18 წლის და 145 დღის ასაკში ჰქონდა გატანილი. 

მეორე გოლით კი მუკოკომ ყველას 25 წლის წინანდელი ლეგენდარული გოლი გაახსენა, რომლის ავტორიც ბორუსიას ლეგენდა ლარს რიკენი გახლდათ. ამ უკანასკნელმა ტურინის იუვენტუსს გაუტანა ჩემპიონთა ლიგაში ასეთივე გოლი, როცა ანჯელო პერუცის ბურთი შორი მანძილიდან თავზე გადაუგდო. ახლა კი მუკოკომ შეძლო ასეთივე გოლის გატანა დაახლოებით 35 მეტრიდან.

კომენტარები

ბოლო ამბები