Thumbnail

იტალიური ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრაზე კომენტარი გააკეთა. ის ფრანკფურტის აინტრახტთან რთულ მატჩებს ელოდება.

"პარი სენ-ჟერმენის თავიდან აცილება სასიამოვნოა, მაგრამ ამ დონეზე ყველა მატჩი რთულია. ნებისმიერ შემთხვევაში, აინტრახტი ევროპალიგის გამარჯვებულია და აღმავლობის პერიოდი აქვს. რა თქმა უნდა, ადვილი მატჩები არ იქნება", - თქვა სპალეტიმ.

ნაპოლი ფრანკფურტის აინტრახტს აქამდე ორჯერ შეხვედრია და ორჯერვე დამარცხდა. 1994/95 წლების სეზონში უეფას თასზე გერმანულმა გუნდმა ნეაპოლელები შინ და სტუმრადაც 1:0 მოუგო.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩები 14/15 და 21/22 თებერვალს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 7/8 და 14/15 მარტს გაიმართება. მიმდინარე სეზონის ფინალი 10 ივნისს, სტამბოლში, ათათურქის სახელობის სტადიონზეა დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები