Thumbnail

ფუტსალი | ლიგა 2-ს 3 ტურის შემდეგ გორი ლიდერობს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  •  ფუტსალის ლიგა 2-ის მესამე ტურის 4 მატჩში 22 გოლი გავიდა
  • ლიგა 2-ის მატჩებს გორის სპორტის სასახლემ პირველად უმასპინძლა

გორის სპორტის სასახლემ ფუტსალის ლიგა 2-ის შეხვედრებს პირველად უმასპინძლა. მესამე ტურის მატჩში, სიმბოლურად, გორმა საკუთარ კედლებში ჩატარებულ სადებიუტო დაპირისპირებაში იმარჯვა და სატურნირო ცხრილს წაუგებლად ლიდერობს.

მესამე ტურის სასტარტო შეხვედრაში თსუ 2-მა საქართველოს უნივერსიტეტთან დამაჯერებელი ანგარიშით 6:1 მოიგო. თსუ 2-მა უპირატესობა პირველივე წუთებიდან მოიპოვა. UG-მ საწყის ხუთ წუთში მიღებული ორი ბურთიდან ერთი გაქვითა, მაგრამ მეტოქემ  სხვაობა მალევე კვლავ გაზარდა და თამაშის ბოლომდე უპირატესობა სოლიდური გახდა.

პირველი გამარჯვება მოიპოვა ჩემპიონატში წალენჯიხამ, რომელმაც სატურნირო ცხრილის ლიდერთან, ევროპის უნივერსიტეტის მეორე გუნდთან, ხუთი უპასუხო გოლით (5:0) იმარჯვა. საწყის ტაიმში ანგარიში არ გახსნილა. 26-ე წუთზე მეგრელები წინ გავიდნენ, რის შემდეგაც უპირატესობა აღარ დაუთმიათ.

კიდევ ერთი სტუდენტური დერბი გაიმართა ილიაუნი 2-სა და სპორტის უნივერსიტეტს შორის. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა და სპორტუნიმ პირველი ქულა მოიპოვა. მეთხუთმეტე წუთზე ილიაუნი 2 წინ გავიდა. მატჩის მეორე ნახევარში სპორტუნიმ წონასწორობა აღადგინა და შედეგიანად გამოყენებული პენალტით დაწინაურდა კიდეც, მაგრამ თამაშის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე მეტოქის რიგებიდან მეკარემ გოლი გაიტანა და გუნდს ქულა შეუნარჩუნა.

მესამე ტური ადგილობრივი გორისა და ქუთაისი 2-ის დაძაბული შეხვედრით დასრულდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ანგარიში ჯერ გორელებს მიჰყავდათ, შემდეგ იმერლებს, მაგრამ საბოლოოდ გორმა შეძლო წონასწორობის აღდგენა და პირველი საშინაო მატჩი გამარჯვებით აღნიშნა, ანგარიშით 4:2.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეოთხე ტურის ორი შეხვედრა გორის სპორტის სასახლეში 12 ნოემბერს გაიმართება.

06.11.2022. ფუტსალის ლიგა 2. III ტური

საქართველოს უნივერსიტეტი 1:6 თსუ 2

გოლები: 0:1 კვიტატიანი (1), 0:2 ლაგაზაშვილი (5), 1:2 ფანცულაია (7), 1:3 ქაჯაია (10), 1:4 ეგრისელაშვილი (27), 1:5 ეგრისელაშვილი (32), 1:6 კოშაძე (39).

წალენჯიხა 5:0 ევროპის უნივერსიტეტი 2

გოლები: 1:0 ჩალიგავა (26), 2:0 ღვინჯილია (34), 3:0 ჩანგელია (38), 4:0 ბ. კვარაცხელია (38), 5:0 მელანიშვილი (39).

ილიაუნი 2 2:2 სპორტუნი

გოლები: 1:0 გაბისკირია (16), 1:1 ექსეულიძე (25), 1:2 ექსეულიძე (34), 2:2 გოგსაძე (39).

ქუთაისი 2 2:4 გორი

გოლები: 0:1 ლუკაშვილი (8), 1:1 მარგველაშვილი (14), 2:1 თ. ხაჭაპურიძე (17), 2:2 მაყიშვილი (17), 2:3 ცარიელაშვილი (33), 2:4 კალხიტაშვილი (39).

ფუტსალის ლიგა 2-ის III ტურის სიმბოლური ნაკრები

 

კომენტარები

ბოლო ამბები