- რეალი რაიო ვალეკანოსთან 2:3 დამარცხდა
- რა ტქვა კარლო ანჩელოტიმ პირველი წაგების შემდეგ
- მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია
მადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის მიაჩნია, რომ რაიო ვალეკანოსთან მოულოდნელი მარცხი (2:3) პირველ რიგში ფეხბურთელების გადაღლილობის, ზედმეტად ბევრი თამაშის ბრალია. “სამეფო კლუბმა” ორშაბათს ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში პირველი მარცხი განიცადა და 13 ტურის შემდეგ ლიდერი ბარსელონაა, რომელსაც რეალი 2 ქულით ჩამორჩება.
“ჩვენ აღარ ვართ ისეთი ცოცხლები, როგორც სეზონის დასაწყისში ვიყავით. თუმცა ამ შემთხვევაში ფიზიკურ ფორმას ნაკლებად ვგულისხმობ. ფიზიკური დატვირთვა ფეხბურთელებისთვის პრობლემა არ არის,” - აღნიშნა 63 წლის ანჩელოტიმ და დაამატა, რომ ფეხბურთელებისგან აგრესიული თამაში დააკლდა და არც საკუთარ ტაქტიკურ შეცდომებს გამორიცხავს, - “ხანდახან რაღაცები ისე არ ხდება, როგორც ადამიანს სურს.”
ანჩელოტიმ ისიც თქვა, რომ ზედმეტად ბევრი დატვირთვის პრობლემა არა მარტო რეალს, არამედ ყველა კლუბს აქვს. იტალიელმა აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულია ლიდერობის დაკარგვით, მაგრამ იქვე დაამატა, რომ სეზონი გრძელია.

რეალის მეკარე ტიბო კურტუაც ამბობს, რომ ბევრი თამაში და მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატი რთული ამბავია. ხუთშაბათს, 10 ნოემბერს რეალს მუნდიალამდე კიდევ ერთი თამაში ელის კადისთან. უცნობია, ითამაშებს თუ არა ანტონიო რიუდიგერი. გერმანიის ნაკრების მცველს ორშაბათს მცირე ტრავმის გამო არ უასპარეზია.
კომენტარები