Thumbnail

ლივერპულში დაასახელეს თანხა, რომლის სანაცვლოდაც კლუბს გაყიდიან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ამერიკულ კომპანიას 4.6 მილიარდი დოლარის მიღება სურს
  • იწერება, რომ მერსისაიდელებმა პირველი წინადადება უკვე მიიღეს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

Fenway Sports Group-მა და მისმა ამერიკელმა მფლობელმა ჯონ ჰენრიმ ის თანხა დაასახელეს, რომლის სანაცვლოდაც მზად არიან, ინგლისური გრანდი გაასხვისონ. აღნიშნულ ინფორმაციას Mirror ავრცელებს.

როგორც ირკვევა, კომპანიას ლივერპულის სანაცვლოდ 4.6 მილიარდი ევროს მიღება სურს და კლუბს უკვე პირველი წინადადებითაც მიმართეს.

თუ ვინ არიან მერსისაიდული კლუბის შესაძლო მყიდველები, არ ხმაურდება, თუმცა, სახელდებიან კომპანია ახლო აღმოსავლეთიდან RedBird Capital Partners და ინგლისელი ბიზნესმენი ჯიმ რეტკლიფი.

ლივერპულის გაყიდვის ძირითადი მიზეზი სუპერლიგის იდეის კრახი გახდა. ინგლისური კლუბი ახალი ტურნირის ორგანიზების ერთ-ერთი ინიციატორი იყო, Fenway Sports Group-ში კი ეს ამბავი ჩავარდნად ჩათვალეს.

ცნობისთვის, ამერიკული კომპანია ლივერპულს 2010 წლიდან ფლობდა. ჯონ ჰენრის მმართველობის ქვეშ მერსისაიდელებმა ჩემპიონთა ლიგა (2019), პრემიერლიგა (2020), უეფას სუპერთასი (2019), ინგლისის თასი (2022), ინგლისის სუპერთასი (2022) და ინგლისის ლიგის თასი (2012, 2022) მოიგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები