Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ავსტრიას შეხვდება
  • ავთანდილ ასათიანის გუნდი ელიტ-რაუნდში გასვლასთან ძალიან ახლოსაა

საქართველოს ფუტსალის ნაკრები მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნგის მესამე მატჩისთვის ემზადება, რომელსაც თბილისის სპორტის სასახლეში ავსტრიის ნაკრებთან გამართავს.

მეინ-რაუნდის მეორე საშინაო შეხვედრისთვის მზადების ფარგლებში, საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა, საბოლოო განაცხადი კი 14 მოთამაშისგან დაკომპლექტდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე გუნდებმა შეხვედრის მასპინძელ დარბაზში, თბილისის სპორტის სასახლეში ივარჯიშეს. ვთქვათ ისიც, რომ საქართველომ ავსტრია სტუმრად 6:2 დაამარცხა.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ-იუგრა), თორნიკე ბუკია (კსუ), ალექსანდრე ჯამბურია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი).

წინა ხაზი: ირაკლი თოდუა (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), გიორგი ქურდაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი), ვახტანგ კეკელია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკა ხარატიშვილი (კსუ) გიორგი ღავთაძე (ტიუმენი), ბინიო (ოსასუნა), რონინიო (ანდერლეხტი), თალესი (ალ-იარმუკი), ბრუნო პეტრი (რიბერა ნავარა), ფერნანდო დრასლერი (ბეტისი), შაგინია (მალიორკა).

მოახლოებული მატჩის წინ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა:

"ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია ჩვენი გუნდისთვის. მოგების შემთხვევაში 99%-ით ვინაღდებთ ელიტ-რაუნდში გასვლას. ცხრილიდან გამომდინარე, ვეთამაშებით ჯგუფის აუტსაიდერს, მაგრამ ეს ჩვენთვის არაფერს ნიშნავს. მთელი გუნდი მაქსიმალურად მოტივირებული ვართ. საკუთარ კედლებში ვთამაშობთ და მხოლოდ სამი ქულისთვის უნდა ვიბრძოლოთ".

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებთა მატჩი 9 ნოემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები