Thumbnail

ბარსელონა წლის ბოლომდე ლიდერი იქნება, ლევანდოვსკი და პიკე გააძევეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ოსასუნა 1:2 ბარსელონა | გოლები: 1:0 გარსია (6), 1:1 პედრი (48), 1:2 რაფინია (85)
  • ბარსელონა მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზას პირველ ადგილზე გაატარებს

ბარსელონა მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზას ლა ლიგის ლიდერის რანგში გაატარებს. ჩავის გუნდმა მე-14 ტურში რთული, მაგრამ რაც მთავარია, 3 ქულა მოიპოვა, პამპლონაში ოსასუნას წინააღმდეგ.

კატალონიელებმა მე-6 წუთზე დავიდ გარსიასგან გოლი მიიღეს და ანგარიშში ჩამორჩნენ, ხოლო სიტუაცია 31-ე წუთზე კიდევ უფრო გაურთულდათ, რადგან რობერტ ლევანდოვსკიმ იმ დროისთვის 2 ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო და ის გააძევეს. მიუხედავად ამისა, ბარსამ მეორე ტაიმში სიტუაცია მაინც შეცვალა: 48-ე წუთზე პედრიმ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, ხოლო 85-ე წუთზე რაფინიამ ბარსას უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაპოვებინა.

სხვათა შორის, ლა ლიგაში ბოლო მატჩი უნდა ჩაეტარებინა ჟერარდ პიკეს, მაგრამ ესპანელი მცველი მსაჯთან კამათის გამო გააძევეს, თანაც ისე, რომ ვეტერანი ფეხბურთელი მოედანზე საერთოდ არ იყო. პიკემ გასახდელში შესვლისას იკამათა მთავარ მსაჯ ხილ მანსანოსთან. აღსანიშნავია, რომ არბიტრი თავს არიდებდა პიკესთან დიალოგში შესვლას, მაგრამ ბარსას მცველი მას გასახდელში დაედევნა და საბოლოოდ, წითელ ბარათს გამორჩა. ამგვარად, კარიერაში ბოლო მატჩი წითელი ბარათით დაასრულა.

ბარსელონა 14 ტურის შემდეგ 37 ქულით პირველ ადგილზეა და მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზაზე ლიდერის რანგში გავიდა. ჩავის გუნდი მომდევნო მატჩს 31 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე თანაქალაქელ ესპანიოლთან გამართავს.

ოსასუნა 1:2 ბარსელონა

გოლები: 1:0 გარსია (6), 1:1 პედრი (48), 1:2 რაფინია (85)

კომენტარები

ბოლო ამბები