Thumbnail
  • 21 წლის ნახევარმცველი ვორსკლაში მისმა ყოფილმა მწვრთნელმა დაახასიათა
  • იური მაკსიმოვმა ყურადღება წიტაიშვილის პიროვნულ თვისებებზე გაამახვილა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია 

საქართველოს ნაკრების 21 წლის ნახევარმცველზე გიორგი წიტაიშვილზე, რომელიც კიევის დინამოს ეკუთვნის და იჯარით პოლონურ ლეხში გამოდის, მისმა ყოფილმა მწვრთნელმა ისაუბრსა. იური მაკსიმოვი, რომელიც გიოსთან ერთად გარკვეული პერიოდი პოლტავის ვორსკლაში მუშაობდა, ხაზს ქართველი ფეხბურთელის პიროვნულ თვისებებს უსვამს.

მაკსიმოვი  წიტაიშვილს საინტერესოდ ახასიათებს

"დამიჯერეთ, ეს ოქროს ადამიანია. ერთხელ ვეუბნები: "გიო, ასეთი სიტუაციაა - მატჩისთვის შემადგენლობას ვადგენ, შენ ვერ მოხვდი და არ გეწყინოს. მოედანზე გახვალ 20 წუთით. შენ პელე ხარ, მაგრამ ნაკლი გაქვს - ართმევაში არ მონაწილეობ". ის მპასუხობს: "მწვრთნელო, როგორც იტყვით, გადაწყვეტილებას თქვენ იღებთ". სამწუხაროა, რომ 2 მატჩი ჩაატარა და შემდეგ მძიმე ტრავმა მიიღო".

53 წლის უკრაინელ სპეციალისტს ასევე ჰკითხეს იმის შესახებ, თუ რატომ გადაიყვანა წიტაიშვილი მარჯვენა გარემარბის პოზიციიდან მარცხენა ლატერალის ადგილზე. 

"ფლანგზე თუ გაამწესებ, მის ზურგსუკან ქოფაკივით დაგეშილი მოთამაშე უნდა დააყენო, რომელიც მის სამუშაოს შეასრულებს".

წიტაიშვილი პოლონეთში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ წავიდა

გიორგი წიტაიშვილი კიევის დინამოს აღზრდილია, თუმცა მის მთავარ გუნდში დამკვიდრება ვერ შეძლო და ბოლო დრომდე იჯარით სხვადასხვა კლუბებში გამოდის. გიომ პოლტავის ვორსკლაში 2020/21 წლების სეზონის მეორე ნახევარი გაატარა და 4 მატჩში ერთი გოლი გაიტანა. წიტაიშვილმა იჯარით ასევე ითამაშა ოდესის ჩერნომორეცში, კრაკოვის ვისლაში, პოზნანის ლეხში კი, სადაც სეზონის ბოლომდეა განათხოვრებული, პოლონეთის ექსტრაკლასას 10 შეხვედრაში გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები