Thumbnail

გვარდიოლა: არ გამოვრიცხავ, მინდორზე გასვლა ფიზიოთერაპევტებს მოუწიოთ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'რა იქნება მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, არც კი მინდა ვიფიქრო'
  • მანჩესტერ სიტის მწვრთნელს მუნდიალის გამართვის დრო არ მოსწონს

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მსოფლიოს ჩემპიონატის სეზონის შუაში ჩატარებას სულელური გადაწყვეტილება უწოდა და ხუმრობით აღნიშნა, რომ ასეთი დატვირთვების ფონზე, მინდორზე გასვლა კლუბის ფიზიოთერაპევტებს მოუწევთ.

პეპ გვარდიოლა: გიჟური სეზონი გვაქვს – ფეხბურთელებს დასვენების დრო არ აქვთ და მუდამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიქრი უწევთ. მაგალითად, ბრენტფორდთან მატჩში მიღებული ტრავმა პრემიერლიგის შედეგებზე ასახვას ვერ ჰპოვებს, აი, მუნდიალის გამოტოვება კი მოგიწევთ.

ჯერ კიდევ 1 თვის წინ შემეძლო ბიჭებისთვის მეთქვა, რომ სრულად კლუბზე ყოფილიყვნენ კონცენტრირებულნი, ახლა კი, მსოფლიოს ჩემპიონატი კარსაა მომდგარი. შაბათს ჩვენ ვთამაშობთ, კვირას კი ისინი უკვე თავიანთ ნაკრებებში იქნებიან. შეუძლებელია, ფეხბურთელები ამაზე არ ფიქრობდნენ, რადგანაც მათ ადგილას მეც იგივივენაირად ვიქნებოდი.

გერმანიაში მუნდიალის შემდეგ პირველ მატჩებს 20 იანვარს ჩაატარებენ, ჩვენ კი 26 დეკემბერს ვიწყებთ. რა იქნება მსოფლიოს პირველობის შემდეგ, არც კი მინდა ვიფიქრო. თუკი ნაკრებიდან დაბრუნებული მოთამაშეები მზად არ იყვნენ, ალბათ, ფეხბურთელების დამატება ჩვენი აკადემიიდან მოგვიწევს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მინდორზე კლუბის ფიზიოთერაპევტები გავიყვანო.

შეგახსენებთ, რომ მოახლოებულ მუნდიალს კატარი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბერს ჩატარდება, პრემიერლიგაში კი მე-17 ტურის მატჩები უკვე 26 დეკემბერს არის დაგეგმილი. მეტიც, იგივე მანჩესტერ სიტის ჩემპიონატის განახლებამდე მოუწევს თამაში, თუკი ინგლისის ლიგის თასის მატჩში ჩელსის აჯობებს და მე-4 რაუნდში გავა.

კომენტარები

ბოლო ამბები