Thumbnail
  • საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ნოემბერში ისრაელსა და უკრაინას ეთამაშება
  • მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ამ მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ნოემბერში წლის ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ შემადგენლობა დაასახელა.

ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს ოთარ მამაგეიშვილი, ლევან თანდილაშვილი, ივან ფოცხვერია და გაბრიელ სიგუა, ხოლო ტრავმების გამო შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ ბექა დარცმელია, ლუკა გაგნიძე, გიორგი მოისწრაფიშვილი და შოთა ნონიკაშვილი. აღსანიშნავია, რომ ამჯერად 21-წლამდელებშია მიწვეული ბელგრადის ცრვენა ზვეზდას მცველი ირაკლი აზაროვი, რომელიც ბოლო პერიოდში ეროვნული ნაკრების წევრი იყო.

საქართველოს U21 ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები: ცოტნე კაპანაძე (თელავი), ივა გელაშვილი (სიონი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (უმრანიესპორი, თურქეთი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკა ხორხელი (სიონი), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (თელავი), გიორგი ლომთაძე (გაგრა), ივან ფოცხვერია (სიონი).

თავდამსხმელები: გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), ლუკა ხორხელი (სიონი).

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 16 ნოემბერს, 18:00 საათზე გორში ისრაელს დაუპირისპირდება, ხოლო 21 ნოემბერს უკრაინას შეხვდება, მაგრამ ჯერ უცნობია, რომელ ქალაქში გაიმართება ეს მატჩი.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 2023 წლის ზაფხულში საქართველოში ჩატარდება და ჯგუფში სვანაძის გუნდის მეტოქეები ბელგია, ნიდერლანდები და პორტუგალია იქნებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები