Thumbnail

'საკუთარი თავის პიარისთვის ამას არასდროს გავაკეთებ' - რომან დოლიძე

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ MMA.Metaratings-თან საუბარში განაცხადა, რომ საკუთარი პიარისთვის სხვა სპორტსმენების შეურაცხყოფას არ აპირებს. 

ის ამბობს, რომ 'ბინძური საუბრის', ე.წ. Trash Talk-ის შინაარსი გასაგებია, თუმცა ამ გზის არჩევა არ სურს. 

"ვეთანხმები იმ პოზიციას, რომ 'ბინძური საუბარი' ჩვენი სპორტის განუყოფელი ნაწილია. მაგრამ, იმედი მაქვს, რომ UFC-ში გზის გაკვალვას ამ ხერხის გარეშეც მოვახერხებ. დარწმუნებული ვარ, სპორტის ამ სახეობაში თვითგანვითარების ისეთ ვექტორს ვიპოვი, რომ საკუთარი თავის პიარისა და უფრო მაგარ ბიჭად წარმოსაჩენად ასეთი გზა არ დამჭირდება. ვთვლი, რომ ზოგჯერ საკმაოდ მწვავედ ვსაუბრობ, მაგრამ ჩემს სტილში, შეურაცხყოფას არავის ვაყენებ და არც ვინმეს ვამცირებ. ვფიქრობ, ასე გავაგრძელებ," - თქვა დოლიძემ.

34 წლის 'კავკასიელმა' UFC-ში 6 ბრძოლა ჩაატარა და 5 გამარჯვება მოიპოვა. რომანმა 3 ჩხუბი პირველ რაუნდში დაასრულა - ნოკაუტით ხადის იბრაგიმოვი, კაილი დოკასი და ფილ ჰოუსი დაამარცხა. რომანს მომდევნო ჩხუბში ან ტოპ 15-ის მებრძოლი ეყოლება მოწინააღმდეგედ ან ნებისმიერ სპორტსმენთან გამარჯვების შემთხვევაში საშუალო წონის რეიტინგის ტოპ 15-ში შევა. 

კომენტარები

ბოლო ამბები