Thumbnail
  • ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მუნდიალისთვის შემადგენლობა დაასახელა
  • კამერუნი ჯგუფურ ეტაპზე სამხრეთ კორეას, პორტუგალიასა და განას შეხვდება

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე მხოლოდ 9 დღე რჩება. ურუგვაის ნაკრები იმ ქვეყნების სიას შეუერთდა, რომლებმაც მუნდიალისთვის შემადგენლობა დაასახელეს. ურუგვაელმა დიეგო ალონსომ 26-კაციან სიაში 23 ლეგიონერი და ადგილობრივ ჩემპიონატში მოთამაშე 3 ფეხბურთელი შეიყვანა.

სასიამოვნოა, რომ ურუგვაელთა განაცხადში ედინსონ კავანიც მოხვდა, რომლის თამაშიც მუნდიალზე საეჭვო იყო. ურუგვაელებს საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ და მათი მიზანი მინიმუმ ჯგუფური ეტაპის ბარიერის დაძლევა უნდა იყოს.

ურუგვაი ჯგუფურ ეტაპზე სამხრეთ კორეას (24 ნოემბერი), პორტუგალიასა (28 ნოემბერი) და განას (2 დეკემბერი) შეხვდება.

ურუგვაის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ფერნანდო მუსლერა (გალათასარაი), სერჟიო როჩე (ნასიონალი, ურუგვაი), სებასტიან სოსა (ინდეპედიენტე, არგენტინა)

მცველები: დიეგო გოდინი - კაპიტანი (ველეს სარსფილდი), მარტინ კასერესი (გელექსი), ხოსე ხიმენესი (ატლეტიკო), სებასტიან კოატესი (სპორტინგი), მატიას ვინია (რომა), რონალდ არაუხო (ბარსელონა), გილერმო ვარელა (ფლამენგო), მატიას ოლივერა (ნაპოლი), ხოსე ლუის როდრიგესი (ნასიონალი)

ნახევარმცველები: მატიას ვესინო (ლაციო), როდრიგო ბენტანკური (ტოტენჰემი), ფედერიკო ვალვერდე (რეალი), ჯორჯიან დე არასკაეტა (ფლამენგო), ლუკას ტორეირა (გალათასარაი), ნიკოლას დე ლა კრუზი (რივერ პლეიტი), მანუელ უგარტე (ურუგვაი)

თავდამსხმელები: ლუის სუარესი (ნასიონალი), ედინსონ კავანი (ვალენსია), მაქსი გომესი (ტრაბზონი), დარვინ ნუნიესი (ლივერპული), ფაკუნდო ტორესი (ორლანდო სითი), ფაკუნდო პელისტრი (მანჩესტერ იუნაიტედი), აგუსტინ კანობიო (ატლეტიკო პარანაენსე)

კომენტარები

ბოლო ამბები