Thumbnail
  • გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ბუნდესგუნდის ფეხბურთელთა ნომრები გამოაქვეყნა
  • მარიო გიოტცე მე-11 ნომერი იქნება, ნიკლას ფიულკრუგი - 9

მსოფლიოს ჩემპიონატზე გასამგზავრებელი შემადგენლობის გამოცხადებიდან ზუსტად 1 დღის შემდეგ გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ჰანსი ფლიკის დანომრილი სია გამოაქვეყნა. ნომრებს ზოგადად ყველა გუნდში დიდი მნიშვნელობა აქვს, გერმანელებს კი განსაკუთრებით უყვართ ტრადიციული ნომრები პოზიციების მიხედვით

ისევე, როგორც ადრე, ბუნდესგუნდის მეკარეებმა ტრადიციული ნომრები მიიღეს: 1, 12 და 22. პირველი ნომერი, ისევე, როგორც 2010, 2014 და 2018 წლების მუნდიალებზე, ამჯერადაც მანუელ ნოიერია. 2014 წელს მე-12 ნომერი რონ-რობერტ ცილერი იყო, 2018 და 2022 წელს კი მეორე მეკარის ნომერი კევინ ტრაპს აქვს. ბრაზილიაში გამართულ ჩემპიონატზე 22-ე ნომერი რომან ვაიდენფელერი გახლდათ, 2018 და 2022-ში კი - მარკ-ანდრე ტერ შტეგენი.

მატს ჰუმელსის მე-5 ნომერი ახლა თილო კერერმა მიიღო. ცენტრფორვარდისთვის განსაკუთრებული მე-9 ნომრის მფლობელი გერმანიის ნაკრებში ბრემენის ვერდერის გოლეადორი ნიკლას ფიულკრუგი იქნება. “ცხრიანები” წინა მუნდიალებზე ანდრე შიურლე (2014) და ტიმო ვერნერი (2018) იყვნენ.

ყველაზე მთავარი და პოპულარული ნომერი, ათიანი სერჟ გნაბრიმ მიიღო. შეგახსენებთ, რომ ბუნდესგუნდის ათიანები ბოლოს მესუთ იოზილი (2018) და ლუკას პოდოლსკი (2014) იყვნენ.

2014 წლის მუნდიალის ფინალში გიოტცემ გამარჯვების გოლი 19-ნომრიანი მაისურით გაიტანა

2014 წლის მუნდიალის ფინალში მარიო გიოტცემ გამარჯვების გოლი მე-19 ნომრით გაიტანა. “გიოტცინიო” ამჯერად მე-11 ნომერი იქნება. მანამდე 11 მიროსლავ კლოზეს და მარკო როისს ეცვათ. მე-7 ნომერი ახლა კაი ჰავერტცისაა. 2018 წლის მუნდიალზე გერმანიის შვიდიანი იულიან დრაქსლერი იყო, მანამდე კი ბასტიან შვაინშაიგერი. წინა მუნდიალზე 8 ნომერი ტონი კროოსი გახლდათ, ახლა კი - ლეონ გორეტცკაა.

თომას მიულერი ტრადიციულად მე-13 ნომერი გახლავთ. სიის 23-დან 26 კაცამდე გაზრდის შემდეგ დამატებული ნომრები ბუნდესგუნდში კარიმ ადეიემიმ (24), არმელ ბელა კოჩაპმა (25) და იუსუფა მუკოკომ (26) მიიღეს.

გერმანიის ნაკრების შემადგენლობა ნომრების მიხედვით

1 - მანუელ ნოიერი
2 - ანტონიო რიუდიგერი
3 - დავიდ რაუმი
4 - მათიას გინტერი
5 - თილო კერერი
6 - იოზუა კიმიხი
7 - კაი ჰავერტცი
8 - ლეონ გორეტცკა
9 - ნიკლას ფიულკრუგი
10 - სერჟ გნაბრი
11 - მარიო გიოტცე
12 - კევინ ტრაპი
13 - თომას მიულერი
14 - ჯამალ მუსიალა
15 - ნიკლას ზიულე
16 - ლუკას კლოსტერმანი
17 - იულიან ბრანდტი
18 - იონას ჰოფმანი
19 - ლეროი სანე
20 - კრისტიან გიუნტერი
21 - ილქაი გიუნდოგანი
22 - მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
23 - ნიკო შლოტერბეკი
24 - კარიმ ადეიემი
25 - არმელ ბელა კოჩაპი
26 - იუსუფა მუკოკო

კომენტარები

ბოლო ამბები