Thumbnail

დაპირისპირება მსაჯებთან - სამგურალმა დინამო ბათუმს მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დინამო ბათუმი 1:2 სამგურალი
  • მატჩის დასრულების შემდეგ მსაჯებთან დაპირისპირება დაიწყო

ეროვნული ლიგის 34-ე ტურის მატჩი დინამო ბათუმსა და სამგურალს შორის სკანდალით დასრულდა. წყალტუბოელებმა ბათუმის დინამოს სტუმრად 2:1 სძლიეს. მატჩის დასრულების შემდეგ, დინამო ბათუმის პრეზიდენტი მოედანზე შევიდა და მსაჯთან ჩხუბს აპირებდა.


მსაჯები მოედნიდან დაცვამ გაიყვანა. სავარაუდოდ, ბათუმის დინამო მომხდარის გამო დაისჯება.


რაც შეეხება შეხვედრას, სამგურალი ომარ პატარკაციშვილისა და გიორგი ნიქაბაძის გოლებით 2:0-ს იგებდა, ბათუმელებმა გიორგი ზარიას ბრწყინვალე გოლით ანგარიშში სხვაობა შეამცირეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. სამგურალმა 2:1 მოიგო და ცხრილში მესამე ადგილი დაიბრუნა.

დინამო ბათუმი დინამო თბილისს ახლა უკვე 3 ქულით ჩამორჩება. სამგურალმა გორის დილას გადაასწრო და ცხრილში მესამე ადგილის შენარჩუნებას მომდევნო ტურში დინამო თბილისთან ეცდება. ბათუმის დინამოს მომდევნო მეტოქე 35-ე ტურში გაგრა იქნება, რომელიც უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

კომენტარები

ბოლო ამბები