Thumbnail
  • 13-27 ნოემბერს ფუკუოკაში კუნძულ კიუშუს ბაშო გაიმართება
  • ტოჩინოშინი ბაშოს მე-8 მაეგაშირას რანგში ხვდება

35 წლის ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) კარიერაში 99-ე ბაშოს დასავლეთის მე-8 მაეგაშირას რანგში ხვდება. ქართველი სუმოისტი ფუკუოკაშია, სადაც 13 ნოემბერს კიუშუს ბაშო იწყება, რომელიც 27 ნოემბრამდე გასტანს. იაპონიის სუმოს ასოციაციამ სუპერტურნირის პირველი ორი დღის გრაფიკი გამოაქვეყნა. კვირას ტოჩინოშინი მე-9 მაეგაშირა ტაკანოშოს შეხვდება, რომელთანაც უარყოფითი ბალანსი აქვს - 1:5. ტაკანოშო 27 წლის ექს-სეკივაკეა, თუმცა ყოფილი ოძეკისთვის მეტად უხერხული მეტოქეა. დაპირისპირების გაცილებით დიდი ისტორია აქვს ლევანს 36 წლის მიოგირიუსთან, ყოფილი სეკივაკე ახლა მე-7 მაეგაშირაა. ურთიერთშეხვედრებში გორგაძე აგებს - 14:18. 

კიუშუს ბაშო დიდი ჩემპიონის გარეშე გაიმართება, ტერუნოფუჯი ტრავმირებულია, თუმცა ფუკუოკაში ვიხილავთ ორივე ოძეკის, ტაკაკეიშოს და შოდაის. 

ტოჩინოშინი მე-17 წელია, რაც პროფესიულ სუმოშია, იანვარში მას საიუბილეო, მე-100 ბაშო ელის. კარიერაში მას 668 ორთაბრძოლა აქვს მოგებული. 2018 წლის იანვარში მან იმპერატორის თასი მოიგო, ოძეკის (ჩემპიონი) რანგში მან 7 ბაშო იჭიდავა.  

კომენტარები

ბოლო ამბები