Thumbnail

პირველად ისტორიაში! იტალიამ ავსტრალიის ნაკრები დაამარცხა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იტალია 28:27 ავსტრალია
  • იტალიას ავსტრალიასთან ამ მატჩამდე 18 შეხვედრა ჰქონდა წაგებული

იტალიის მორაგბეთა ნაკრებმა ფლორენციაში ისტორიული მატჩი ჩაატარა. იტალიელებმა ავსტრალიას უმასპინძლეს და მეტოქეს პირველად მოუგეს. ამ ნაკრებებს 18-მატჩიანი დაპირისპირებათა ისტორია ჰქონდათ, ავსტრალიელებს კი ყველა მატჩი მოგებული ჰქონდათ.

იტალიელებმა პირველი ტაიმი 17:8 მოიგეს. ავსტრალიამ მეორე ტაიმში მოუმატა 19:11 მოიგო, მაგრამ იტალიელებმა მეტოქეს მაინც აჯობეს ერთი ქულით - 28:27. აღსანიშნავია, რომ ავსტრალიამ ბოლო წუთზე ლელო დადო, თუმცა გარდასახვა ვერ გაიტანეს, რის გამოც მატჩი წააგეს.

იტალია ნოემბრის ტესტ-მატჩებს სამხრეთ აფრიკასთან მატჩი დაასრულებს. აძურამ ავსტრალიამდე სამოას ნაკრებს სძლია. საფრანგეთთან და იტალიასთან წაგების შემდეგ, ავსტრალიამ ნოემბერში კიდევ 2-ჯერ ითამაშებს. მათი მეტოქე ირლანდია და უელსი იქნებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები