Thumbnail

შეფილდში ISU-ს გრან პრის მორიგი ეტაპი, ჯონ უილსონის ტროფეი 2022, მიმდინარეობს, სადაც ფიგურულ ციგურაობის ოთხივე დისციპლინაში (ქალთა ერთეულები, ვაჟთა ერთეულები, წყვილები, ყინულზე ცეკვა) ქართველი მოციგურავეები მონაწილეობენ, რაც გრან პრიზე აქამდე არასდროს მომხდარა. 

წყვილთა თანრიგში 7 გუნდი ასპარეზობდა, მათ შორის  ანასტასია მეტელკინას და დანიილ პარკმანის დუეტი. როგორც მოკლე პროგრამაში, ისე თავისუფალში, ანასტასიამ და დანიილმა მე-4 პოზიცია დაიკავეს და საბოლოოდაც მეოთხე პოზიციაზე დარჩნენ 165.60 ქულით. საპრიზო სამეულს ისინი ორ ქულაზე ნაკლებით ჩამორჩნენ, რაც გამოუცდელი წყვილისთვის ურიგო შედეგი სულაც არ არის. 

მორის ყვითელაშვილმა შეფილდში მოკლე პროგრამა 'ჩააგდო'

ვაჟთა ტურნირი უკვე დასრულდა, მასში 12 მონაწილე ასპარეზობდა. სამწუხაროდ, მორისის მოკლე პროგრამის შემდეგ ბოლო მე-12 ადგილზე იყო 56.42 ქულით. თავისუფალ პროგრამაში მორისმა ბევრად უკეთ იასპარეზა, მან 138.83 მოაგროვა. საბოლოოდ, მორისმა 195.25 დააგროვა და მე-8 ადგილზე გავიდა. 

13 ნოემბერს ქალთა თავისუფალი პროგრამაა, რომელსაც ანასტასია გუბანოვა მე-3 ადგილით (66.82) ხვდება, ის მხოლოდ იაპონელ მაი მიჰარას და ამერიკელ იზაბეუ ლევიტოს ჩამორჩება. ყინულზე თავისუფალ ცეკვის წინ მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას დუეტი 70.71 ქულით მე-6 პოზიციაზეა, სულ 10 წყვილი ასპარეზობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები