Thumbnail

'ვინ თქვა, რომ ჯიუ-ჯიცუ არ ვიცი?' - პორიემ ჩენდლერი დაამარცხა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • დასტინ პორიემ მაიკლ ჩენდლერი გაგუდა
  • "აირონ მაიკმა" ოქტაგონზე მორიგი შოუ მოაწყო

როგორც ყოველთვის, დღესაც მაიკლ ჩენდლერის ჩხუბი ძალიან სანახაობრივი გამოდგა. ამერიკული დერბი, 3-რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ დასტინ პორიემ მახრჩობელა ილეთით მოიგო.

მესამე რაუნდამდე, მებრძოლები თანაბარი მდგომარეობით მივიდნენ - პირველი რაუნდი პორიემ, ხოლო მეორე რაუნდი ჩენდლერმა მოიგო, რომელიც მეტოქეს მიწაზე გაატარებინა.

მესამეში, ჩენდლერმა ისევ ჭიდაობა ცადა, თუმცა მიწაზე ჩაყვანის დროს პორიემ ზურგის აღება შეძლო, წელზე სამკუთხედი შეუკრა და კისრის მოგუდვით ბრძოლა მალევე დაასრულა.

"ვინ თქვა, რომ ჯიუ-ჯიცუ არ ვიცი?" - თქვა ჯო როგანთან ინტერვიუში დასტინმა, რომლის ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის ლეგიტიმაციას, ხშირად ეჭვქვეშ აყენებენ ხოლმე.

კომენტარები

ბოლო ამბები