Thumbnail

მაგიდის დერბი | გიორგი კალატოზი VS ტატო ბაციკაძე ევროპოპის არხზე

  • ევროპოპის YouTube არხზე კიდევ ერთი ახალი რუბრიკის პრემიერა შედგა
  • გიორგი კალატოზი და ტატო ბაციკაძე ერთმანეთს მაგიდის დერბიში დაუპირისპირდნენ

ევროპოპის YouTube არხზე ახალი რუბრიკა დავიწყეთ, უფრო სწორად, ახალი თამაში, რომელსაც "მაგიდის დერბი" დავარქვით.

პირველივე თამაშში ერთმანეთს რეალის და ბარსას ცნობილი გულშემატკივრები, სპორტული ჟურნალისტები და europop live-ის წამყვანები, გიორგი კალატოზი და ტატო ბაციკაძე დავუპირისპირეთ.

თამაში სამი რაუნდისგან შედგება. სამივე ძალიან საინტერესო და სახალისო გამოვიდა. კალას და ტატოს დუელში, რომლის "მსაჯი" დავით ველიჯანაშვილი იყო, შედეგზე მეტად მათი კომენტარები და რეაქციებია საინტერესო. ასევე ის ფაქტი, რომ თამაშის დროს შეიძლება უცებ ისეთი რამ ამოგივარდეს თავიდან, რაც სხვა დროს ყოველთვის გახსოვს.

ვფიქრობთ, ახალი რუბრიკის პირველივე თამაში ძალიან მოგეწონებათ. ნახეთ "მაგიდის დერბის" პირველი სერია და ველით თქვენს გამოხმაურებებს და რჩევებს ვიდეოს კომენტარებში.

კომენტარები

ბოლო ამბები