Thumbnail

შეფილდის გრან პრი | ანასტასია გუბანოვამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა ინგლისში მე-3 ადგილი დაიკავა
  • 20 წლის გუბანოვა მხოლოდ იაპონელ და ამერიკელ მეტოქეებს ჩამორჩა

ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა ანასტასია გუბანოვამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა შეფილდის გრან პრიზე, რომელსაც ინგლისის ქალაქი ამ დღეებში მასპინძლობს.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის გუბანოვა მოკლე პროგრამის (66.82) შემდეგაც მესამე ადგილზე და იყო საბოლოო, ამ პოზიციის შენარჩუნება შესძლო.

ანასტასია გუბანოვა თავისუფალი პროგრამის შესრულებისას

ანასტასიამ თავისუფალ პროგრამაში 126.29 ქულა (50.82 ტექნიკური ელემენტებისთვის + 41.79 პროგრამული კომპონენტებისთვის) მიიღო და ეს შედეგი მხოლოდ მე-5 იყო, თუმცა, ჯამური მაჩვენებლები ბრინჯაოს მედლის ასაღებად საკმარისი აღმოჩნდა.

საბოლოოდ, გრან პრის ჩემპიონი იაპონელი მაი მიჰარა (217.43) გახდა, ვერცხლის მედალი ამერიკელმა იზაბეუ ლევიტომ (215.74) დაიმსახურა, გუბანოვას მონაგარი კი 193.11 ქულა იყო.

ანასტასია მონაწილეობას მიიღებს გრან პრის ფინურ ეტაპშიც, რომელსაც 25-27 ნოემბერს ესპოო უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები