- ქართველმა სამბისტმა ფინალში რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა
- კვარცხლბეკზე ასვლა დავით ლორიაშვილმა და პაატა ღვინიაშვილმაც მოახერხეს
საქართველოს ქალ სამბისტთა ნაკრების მძიმეწონოსანი (+80 კგ.) წევრი ელენე ქებაძე ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
ქებაძემ ფინალურ ორთაბრძოლაში რუს ანჟელა გასპარიანს (ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრია) სძლია. საინტერესოა, რომ ფაქტობრივად ყველა სხვა სპორტისგან განსხვავებით, რუს სამბისტებს ტურნირში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ, ოღონდ, სამბოს საერთაშორისო ფედერაციის (FIAS) სახელით.
მსოფლიოს ჩემპიონატში 50-ზე მეტი ქვეყანა იყო ჩართული, საქართველოს ნაკრების მონაგარი კი 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი იყო. დავით ლორიაშვილი (98 კგ.) მეორეზე გავიდა, პაატა ღვინიაშვილი (88 კგ.) კი მე-3 იყო.
კომენტარები