Thumbnail

ფარიკაობა | ბაზაძის ტრიუმფი ალჟირში

ალჟირის მსოფლიოს თასზე ხმლით მოფარიკავეთა ტურნირი სანდრო ბაზაძემ მოიგო. მან ფინალში იტალიელ ლუიჯი სამელეს 15:13 აჯობა. სანდროს შესანიშნავი 2022 წელი გამოუვიდა - იანვარში მან პირველად მოიგო მსოფლიოს თასი და ეს თბილისში გააკეთა, ივნისში ანტალიაში ევროპის ჩემპიონი გახდა, ივლისში ქაიროში - მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა, ახლა კი მსოფლიოს თასის ეტაპის გამარჯვებული მეორედ გახდა.

📋 | სანდრო ბაზაძის წარმატებაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ

რაგბი | ვინ რა თქვა სამოასთან მარცხის შემდეგ

ნოემბრის ტესტების მეორე მატჩში საქართველოს ნაკრებმა სამოას უმასპინძლა და 19:20 დამარცხდა. ეს ამ გუნდების მე-6 დაპირისპირება იყო, "ბორჯღალოსნები" აქამდე მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ - 2003 წელს. ასე რომ, ლევან მაისაშვილის გუნდმა სამოასთან 19-წლიანი პაუზის მერე პირველად წააგო. ამ წაგების შემდეგ ნაკრები რეიტინგშიც დაქვეითდება.

📋 | რა თქვეს მაისაშვილმა და შარიქაძემ მატჩის შემდეგ, წაიკითხეთ აქ.

ფეხბურთი | მიქაუტაძის ჰეთთრიკი პარიზთან

გიორგი მიქაუტაძის მეცი საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-15 ტურში საფეხბურთო კლუბ პარიზს ესტუმრა და მეტოქეს 4:1 მოუგო. ქართველმა თავდამსხმელმა პარიზელებს 3 გოლი გაუტანა. მეცი 21 ქულა დააგროვა და 15 ტურის შემდეგ მე-8 ადგილზეა. მიქაუტაძეს ამ სეზონში 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

ფეხბურთი | კვარაცხელიას ინტერვიუ სერია A-ს არხზე

ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის გამო კიდევ ერთი მატჩი გამოტოვა, თუმცა იტალიაში მაინც მასზე ლაპარაკობენ. ნაპოლის ქართველ შემტევთან სერია A-ს Youtube-არხმა ინტერვიუ მოამზადა. კვარაცხელიამ თავისი თამაშის მანერაზე, ნაპოლის ფანების შერქმეულ სახელზე, სპალეტიზე და კიდევ ბევრ რამეზე ილაპარაკა.

📋 | კვარაცხელიას ინტერვიუ ნახეთ და წაიკითხეთ აქ.

ციგურაობა | ბრინჯაოს მედალი შეფილდიდან

ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა ანასტასია გუბანოვამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა შეფილდის გრან პრიზე, რომელსაც ინგლისის ქალაქი ამ დღეებში მასპინძლობს. 20 წლის გუბანოვა მოკლე პროგრამის (66.82) შემდეგაც მესამე ადგილზე და იყო საბოლოო, ამ პოზიციის შენარჩუნება შესძლო.

📋 | ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები

ბოლო ამბები