Thumbnail

სუმო | ტოჩინოშინმა კიუშუს ბაშოზე პირველი გამარჯვება იზეიმა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ვეტერანმა ქართველმა სუმოისტმა იაპონელი მიოგირიუ ჰატაკიკომით დაამარცხა
  • ტოჩინოშინის შემდეგი მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-9 მაეგაშირა აბი იქნება

35 წლის ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს იგივე ტოჩინოშინს იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში დაწყებული კიუშუ ბაშოს 2 დღის თავზე თითო მოგება-წაგება მოუგროვდა და თანაბარ ბალანსზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი წლის დასკვნით სუპერტურნირს დასავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და სიო-ნიტი (ტურნირის სასტარტო დღე) მისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

ლევანს აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა ტაკანოშოსთან გამარჯვება კი დაუფიქსირეს, თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ მანამდე, ქართველმა სეკიტორმა ქუსლი ტავარას მიღმა გადგა და მონოიმ (მსაჯთა კოლეგია) ოშიდაშით მოგება 27 წლის იაპონელს მიანიჭა.

დღეს ყველაფერი გაცილებით მარტივად იყო. ტოჩინოშინმა დასავლეთის მე-7 მაეგაშირა მიოგირიუსთან სასტარტო მიძალება თავიდან აიცილა, 36 წლის ექს-სეკივაკეს დოჰიოსკენ დაქაჩა და ჰატაკიკომი მიითვალა.

კიუშუს ბაშოს მე-3 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მე-9 მაეგაშირა აბი იქნება. ქართველი სუმოისტი 28 წლის იაპონელს კარიერაში 6-ჯერ შეხვედრია და თანაბარი ბალანსი აქვს. შეგახსენებთ, რომ გორგაძეს წოდებაში დასაწინაურებლად მინიმუმ 8 გამარჯვება სჭირდება.

📺 ტოჩინოშინი V მიოგირიუ

კომენტარები

ბოლო ამბები