Thumbnail
  • ბრაის მიტჩელს ჰოლივუდის ვარსკვლავ მეთიუ მაკკონაჰისთან ბრძოლა სურს
  • არკანზასელმა ტეხასელი მსახიობი უცნაური მიზეზით აირჩია

UFC-ის დაუმარცხებელმა მებრძოლმა ბრაის მიტჩელმა (15-0), რომელიც 10 დეკემბერს ილია თოფურიას (12-0) უნდა შეხვდეს, ჰოლივუდის ვარსკვლავ მეთიუ მაკკონაჰისთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა. 

ამერიკელი სპორტსმენი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური განცხადებებით გამოირჩევა ხოლმე. მაგალითად, წინა თვეში ბრაისი ამტკიცებდა, რომ გრავიტაცია არ არსებობს, მზე დედამიწის გარშემო მოძრაობს და მზად იყო ჯო როგანთან ამ საკითხზე ედებატა. ამჯერადაც, ცნობილი მსახიობი ორიგინალური მიზეზით აარჩია. 

"მეთიუ მაკკონაჰისთან ჩხუბი მინდა. განა მას ვერ ვიტან, უბრალოდ მსურს რეალობის შეგრძნება მივანიჭო. ასეთი ბიჭებს იქ მოხვედრა უნდათ და შემდეგ ამბობენ: "სკოლაში ისვრიან, იარაღი ყველამ უნდა ჩავაბაროთ." რაღაც კანონს უჭერდა მხარს, რომელიც იარაღისა და შაშხანის ფლობის ასაკს განსაზღვრავს.

დარწმუნებული ვარ, უამრავ ფილმში უთამაშია იარაღით ხელში, მაგრამ გვეუბნება, რომ ჩვენი სახლების დასაცავად იარაღის გამოყენების უფლება არ გვაქვს. მგონია, რომ მეთიუ მაკკონაჰი ცოტას ბოდავს. ვფიქრობ, მისი მსგავსი ბიჭი UFC-ის მსგავს ორგანიზაციაში ვერ გაჩერდება, მიმაჩნია, რომ ამის ძალა არ აქვს," - უთხრა მიტჩელმა Sportskeeda-ს. 

მსჯელობისაგან განსხვავებით, მიტჩელი საკმაოდ ჩამოყალიბებული და ძლიერი სპორტსმენია. ქვემსუბუქი წონის რეიტინგის მე-9 ნომერი ილია თოფურიას სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც ბრაისთან ჩხუბს მოვსარ ევლოევი (16-0) ჩაეხსნა. 

კომენტარები

ბოლო ამბები