Thumbnail

'არ უნდა ჩვენთან და ნუ უნდა' -  რუსეთის ნაკრების მწვრთნელი საზონოვზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კარპინმა, რომლის გუნდი შუა აზიაში ვოიაჟისთვის ემზადება, საბა საზონოვზე ისაუბრა. 20 წლის საზონოვს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 17 ნოემბერს მაროკოსთან მატჩში ელის, მანამდე მან უკვე ითამაშა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში. 

"საზონოვმა საქართველოს ნაკრები არჩია? ოქეი, ნება, მისია. ჩემი პოზიცია ასეთია: ვისაც არ სურს რუსეთის ნაკრებში თამაში, არც ჩვენ გვჭირდება. არ უნდა და ნუ უნდა", - განაცხადა კარპინმა.

დინამო მოსკოვის ცენტრალური მცველი სექტემბერში ერთდროულად საქართველოს და რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებებში გამოიძახეს, თუმცა საბამ საქართველოს ნაკრებში თამაში არჩია. 192 სმ. სიმაღლის ფეხბურთელი რუსეთში დაიბადა და გაიზარდა, ის დედით ქართველია. ვილი სანიოლმა საზონოვი პირველად მაროკოსთან მატჩისთვის გამოიძახა.

რუსეთის ნაკრები ფიფამ და უეფამ საერთაშორისო ასპარეზიდან მოკვეთა, თუმცა მას ამხანაგური მატჩების გამართვა არ აუკრძალა. მიუხედავად ამისა, რუსეთი სპარინგ-პარტნიორების პოვნას ვერ ახერხებს. ახლახან მათთან თამაში ბოსნია'-ჰერცეგოვინის ნაკრებმა გააუქმა, მას მერე, რაც მათმა ლიდერებმა რუსეთთან თამაშზე პროტესტი გამოთქვეს. კარპინის გუნდი 17 ნოემბერს ტაჯიკეთში, 20-ში კი უზბეკეთში ითამაშებს. "რა ვქნათ, ჩვენთან ჩამოსვლა და თამაში არავის სურს, ამიტომ გვიწევს აზიაში წასვლა", - განაცხადა კარპინმა. 

კომენტარები

ბოლო ამბები