Thumbnail

კიუშუს ბაშო | ტოჩინოშინმა მეორედ წააგო და უარყოფით ბალანსზეა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი სეკიტორი იაპონელ აბის გაეჯიბრა და ჰიკიოტოშით დამარცხდა
  • ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე ექს-სეკივაკე, 35 წლის ტაკარაფუჯი იქნება

35 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში მიმდინარე წლის დასკვნით სუპერტურნირზე მე-2 მარცხი განიცადა და ისევ უარყოფით ბალანსზე გავიდა.

დასავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინი ამჯერად დასავლეთის მე-9 მაეგაშირა აბის გაეჯიბრა და ჰიკიოტოშით წააგო. ორთაბრძოლა რამდენიმე წამი გაგრძელდა, რის შემდეგაც 28 წლის იაპონელმა ქართველ დოჰიოსკენ დაქაჩა და მანაც წონასწორობა დაკარგა.

ქართველი სეკიტორის მომდევნო მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება, რომელსაც ლევანი არაერთხელ შეხვედრია და მცირე უპირატესობა აქვს: 14 მოგება, 11 მარცხი. იაპონელი ასევე 35 წლის გახლავთ და კარიერის პიკის დროს სეკივაკეს წოდებას ატარებდა, კიუშუს ბაშოზე კი სამივე გასული  შეხვედრა წაგებული აქვს.

      

კომენტარები

ბოლო ამბები