Thumbnail
  • სუპერსონიკსი 99:116 ოლიმპი
  • სუპერლიგის ვიცე-ჩემპიონმა ჯამში 17 სამქულიანი ჩააგდო 

ოლიმპი თბილისმა კავკასიის საკალათბურთო ლიგის პირველი წრე შესანიშნავად ჩაატარა. თბილისურმა კლუბმა ოთხივე შეხვედრა მოიგო და სატურნირო ცხრილში გალიდერდა.

ოლიმპის დღევანდელი მეტოქე სომხური სუპერსონიკსი იყო. მატჩი მაღალშედეგიანი გამოდგა და როგავას გუნდმა მასპინძელი 17-ქულიანი სხვაობით დაამარცხა. ოლიმპის რიგებში ტრადიციულად მაგარი თამაში გამოუვიდათ ლეგიონერებს: ლინტონ აკლიესე პარკეტზე შეუჩერებელი იყო, მან თავი 31 ქულით, 15 მოხსნითა და 6 პასით გამოიჩინა, ხოლო დრუ კუქსჰაუზენმა 28 ქულა ჩააგდო, მან 11-იდან 6 სამქულიანი გამოიყენა და 6 მოხსნასთან ერთად 5 შედეგიანი პასიც დააგროვა. 

კარგი მატჩი ჰქონდა ვოვა თავაქარაშვილს, რომელმაც პარკეტი 16 ქულით, 4 მოხსნითა და 5 პასით დატოვა. ასევე ძალიან კარგ ფორმაშია გუნდის კაპიტანი ლუკა კალატოზიშვილი. მისი მონაგარი 17 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასია.

გამოსარჩევია ოლიმპის ახალგაზრდა კალათბურთელის, ნიკა იმედაიშვილის თამაში, რომელმაც 17 წუთში 12 ქულის დაგროვება შეძლო. ნიკა პერიმეტრიდან ძალიან კარგად უტევდა, მან 9-იდან 4 სამქულიანი ჩააგდო. 

ვთქვათ ისიც, რომ სუპერლიგის ვიცე-ჩემპიონმა ჯამში 17 სამქულიანი ჩააგდო, რაც გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. შეგახსენებთ, ოლიმპმა პირველ ტურში დვინი დაამარცხა, მეორე შეხვედრაში ვაჰან სითის სძლია, ხოლო გუშინ მედ ფოქსი გაანადგურა.

კავკასიის საკალათბურთო ლიგა იანვარში მეორე წრის მატჩებით დაბრუნდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები