Thumbnail
  • დინამო თბილისი 8:14 ბარსელონეტა
  • საქართველოს ჩემპიონმა ფავორიტს პირველი მეოთხედი 4:2 მოუგო

ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი დაიწყო. A ჯგუფში მონაწილე დინამო თბილისმა ესპანურ ბარსელონეტას უმასპინძლა და 8:14 დამარცხდა, თუმცა თავიდან ყველაფერი მოულოდნელად დაიწყო...

პირველი მეოთხედი დინამომ 4:2 მოიგო

მატჩი ქართველი წყალბურთელების უპირატესობით დაიწყო, მათ პირველი პერიოდი 4:2 მოიგეს! ანგარიში ხვიჩა ჯახაიამ გახსნა, მართალია, ბარსელონეტამ მალევე გაათანაბრა, მაგრამ იოვან სარიჩმა და სტეფან პიეშივაცმა დინამო 3:1 დააწინაურეს. პერიოდის მიწურულს მეოთხე გოლი გიორგი მესხმა გაიატანა, როცა დინამო რიცხობრივ უპირატესობაში იყო.

თუმცა მეორე პერიოდიდან ყველაფერი ლოგიკურად გაგრძელდა - ფავორიტმა ხელთ იგდო სრული უპირატესობა. დინამომ ზედიზედ ხუთი გოლი გაუშვა. ამის შემდეგ მასპინძლებმა ოდნავ შეამცირეს სხვაობა (პიეშივაცი, ძეხწიარენკა) და ტაიმი 6:8 დასრულდა. 

ბარსელონეტამ მესამე პერიოდი 4:1 მოიგო, 5-გოლიანი უპირატესობით გაიჭრა წინ და ყველა კითხვის ნიშანი თამაშში ავტომატურად მოიხსნა. საბოლოოდ ფავორიტმა იოლი გამარჯვება იზეიმა - 14:8. 

დინამოსა და ბარსელონეტას გარდა A ჯგუფში არიან: ჰანოვერი, იადრანი, რადნიჩკი, პრო რეკო (მოქმედი ჩემპიონი), ვულიაგმენი და ოლიმპიაკოსი. ოთხი საუკეთესო გუნდი პლეი ოფში გადის. შარშან დინამო თბილისმა ჯგუფურ ეტაპზე ბოლო, მე-8 ადგილი დაიკავა 2 მოგებით და 12 მარცხით. 29 ნოემბერს დინამო თბილისი პირეოსის ოლიმპიაკოსს მასპინძლობს. 

დინამო თბილისი 8:14 ზოდიაკ ბარსელონეტა

4:2, 2:6, 1:4, 1:2

დინამო თბილისი: ჯაპიაში (გვეტაძე) - კირიაკიდი (1), ახვლედიანი, ძიხწიარენკა (2), ტყეშელაშვილი, ვლაჰოვიჩი, ჯახაია (1), სარიჩი (1), კიკალეიშვილი, მესხი (1), მალიშაუ, პიეშივაცი (2). 

კომენტარები

ბოლო ამბები