Thumbnail

გუნდს ჩაკვეტაძეც შეუერთდა - საქართველოს ნაკრები საამიროებში ჩავიდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 📅 17 ნოემბერი | 🏟 შარჯა | ⌚ 20:00 | ⚽ მაროკო V საქართველო
  • საქართველოს ნაკრები არაბეთის გაერთიანებულ საამიეროებშია
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

საქართველოს ეროვნული ნაკრები არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ შარჯაში ჩავიდა, სადაც მაროკოს ნაკრებთან ამხანაგური მატჩისთვის მოემზადება.

აღსანიშნავია, რომ გამგზავრებამდე ვილი სანიოლის გუნდმა თბილისში არასრული შემადგენლობით ივარჯიშა, ხოლო გურამ კაშია, გიორგი ჩაკვეტაძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი აბურჯანია და გიორგი ქვილითაია ნაკრებს შარჯაში შეუერთდნენ. ჩაკვეტაძის მაროკოსთან თამაშის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა. ვილი სანიოლმა აღნიშნა, რომ უთამაშებლობის შემთხვევაშიც, გიორგი შეკრებაზე მაინც ჩავიდოდა, რათა თავი. გუნდის ნაწილად უფრო მეტად იგრძნოს.

საქართველოს ნაკრები მაროკოსთან ტესტ-მატჩისთვის ასეთი შემადგენლობით ემზადება.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია).

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი), სოლომონ კვერკველია (ნეფთჩი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე), ჯემალ ტაბიძე (დინამო თბილისი), საბა საზონოვი (დინამო მოსკოვი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო).

ნახევარმცველები: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი), გიორგი წიტაიშვილი (ლეხი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე), გიორგი ჩაკვეტაძე (სლოვანი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი).

თავდამსხმელები: დავით ვოლკოვი (საბაჰი), გიორგი ბერიძე (ანკარაგუჯუ), გიორგი ქვილითაია (აპოელი).

საქართველოსა და მაროკოს საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა 17 ნოემბერს 20:00 საათზე დაიწყება, შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს კი საქართველოს პირველი არხი გეგმავს. შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდს 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (9 მოგება, 2 ფრე). საქართველოს ნაკრები ბოლოს გასული წლის ოქტომბერში საბერძნეთის ნაკრებთან დამარცხდა, მაროკოს კი ისტორიაში პირველად დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები