Thumbnail
  • მოთამაშეთა ნაკრები, რომლებსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ვიხილავთ
  • მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს შორის ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემამ La Gazzetta dello Sport იმ ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომლებსაც მსოფლიოს მოახლოებულ ჩემპიონატზე ვერ ვიხილავთ. აღსანიშნავია, მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან ერთად, ძირითად თერთმეტეულში საქართველოს ეროვნული გუნდის ლიდერი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. 

“მუნდიალს ბევრი ისეთი ფეხბურთელი დააკლდება, რომელთა იქ ხილვაც დიდი სიამოვნება იქნებოდა. დონარუმადან ჰაალანდამდე და ალაბადან კვარამდე. კიდევ არაერთი ფეხბურთელია, რომელთა თამაშით აღფრთოვანების საშუალება კატარში არ გვექნება. შევეცადეთ, სასტარტო თერთმეტეულსა და სათადარიგოებში რაც შეიძლება მეტი ქვეყნის წარმომადგენელი შეგვეყვანა”, - წერს იტალიური გაზეთი, რომლის რჩეულთა სიაც ასე გამოიყურება.

ძირითადი: დონარუმა (იტალია), რობერტსონი (შოტლანდია), ალაბა (ავსტრია), შკრინიარი (სლოვაკეთი), კუადრადო (კოლუმბია), ბარელა (იტალია), ვერატი (იტალია), კვარაცხელია (საქართველო), სალაჰი (ეგვიპტე), ჰაალანდი (ნორვეგია), ოსიმენი (ნიგერია).

სათადარიგოები: ობლაკი (სლოვენია), კესიე (კოტ დ’ივუარი), მაჰრეზი (ალჟირი), დიაზი (კოლუმბია), მალინოვსკი (უკრაინა), მუდრიკი (უკრაინა), სობოსლაი (უნგრეთი), ისაკი (შვედეთი), ოდეგარი (ნორვეგია), შიკი (ჩეხეთი), კიეზა (იტალია).

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი კატარში 20 ნოემბერს დაიწყება და მასში მონაწილეობას პლანეტის 32 საუკეთესო ნაკრები მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები