- ვეტერანმა ქართველმა სუმოისტმა ისევ ჰატაკიკომის მიმართა
- მისი მომდევნო მეტოქე 31 წლის მონღოლი ჩიიოშომა იქნება
35 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში მიმდინარე წლის დასკვნით სუპერტურნირზე მე-2 გამარჯვება იზეიმა და ისევ თანაბარ ბალანსზე გავიდა.
დასავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინი ამჯერად აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა ტაკარაფუჯის გაეჯიბრა და ჰატაკიკიმოთ იმარჯვა.
საინტერესოა, რომ ლევანმა კიდევ ერთხელ მიმართა ამ ტურნირზე უკვე ნაცად ტაქტიკას, მეტოქეს დოჰიოსკენ დაქაჩა და 35 წლის იაპონელმა წონასწორობის შენარჩუნება ვერ მოახერხა.
ტოჩინოშინი კიუშუს ბაშოზე მომდევნო ორთაბრძოლას 17 ნოემბერს ჩაატარებს, მისი მეტოქე კი დასავლეთის მე-10 მაეგაშირა ჩიიოშომა იქნება. ქართველი სეკიტორი 31 წლის მონღოლს კარიერაში 7-ჯერ შეხვედრია და მინიმალური უარყოფითი ბალანსი აქვს.
კომენტარები